19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გავლენიან ადამიანს გაიცნობთ და დაიმეგობრებთ. ახალი, სოლიდური საფულე შეიძინეთ. საღამო შინ გაატარეთ საყვარელ ადამიანი და ოჯახის წევრები გემრიელობებით გაანებივრეთ.

კურო
კარგი დღეა სასავლო კურსებზე ჩასაწერად, დამოუკიდებლად სწავლისთვის. შესაძლოა, სარფიან ბიზნესში ჩაერთოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დილიდან გმირობებისთვის იქნებით მზად. ეცადეთ, დაკვირვებულად იმოქმედოთ. დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ მის მისაღწევად. სამსახურის საქმეების გამო შეიძლება საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ დაგრჩეთ.

კირჩხიბი
ენერგიული ხართ და ყველაზე თამამი იდეების განხორციელებასაც შეძლებთ. გამოასწორეთ კვების რეჟიმი. გამრავალფეროვნეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ლომი
სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, ან ძველ ურთიერთობას გაამყარებთ ან ახალ რომანს დაიწყებთ. შეეხმიანეთ ნათესავებს.

ქალწული
ეცადეთ, თავზემოთ არ ახტეთ. თქვენი საქმეები მოაგვარეთ. კარგი დღეა ინტერიერის გასახლებლად. პირადი შეხვედრა თუ მოსაწყენი გეჩვენებათ, თავად გახდით თავგადასავლის ინიციატორი.

სასწორი
ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ. სამსახურში ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. საყვარელ ადამიანს საქმეების მოგვარებაში დაეხმარეთ.

მორიელი
გაფრთხილდით, არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა მოგვარებაც უამრავ დროა და ენერგიას წაგართმევთ. მეორე ნახევარი სიურპრიზს გიმზადებთ. თავადაც მეტად რომანტიკული უნდა იყოთ.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან აზრი ჰკითხეთ ოჯახის წევრებს. დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. საყვარელი ადამიანი საჩუქრით, სიურპრიზით გაანებივრეთ.

თხის რქა
ახალი მიღწევებისთვის ხართ მზად, მაგრამ საოჯახო საქმებსაც ნუ დაივიწყებთ. მოერიდეთ გართობის მიზეზის ძებნას გარეთ. იმხიარულეთ საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან ერთად.

მერწყული
არ გაუშვათ კარიერული წინსვლის შანსი. ნუ გართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ძილის წინ მიიღეთ არომატული აბაზანა.

თევზები
წარმატების მიღწევის შანსი მოგეცემათ. იყავით ყურადღებით და არ გაუშვათ  ვარიანტი ხელიდან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობა. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად ყურადღებანი.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები