19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

67
SHARE

ვერძი
დღეს გარშემო მყოფებს თქვენი მიზანსწრაფულობითა და შესრულებული სამუშაოს რაოდენობით გააკვირვებთ. ეკონტაქტეთ მხიარულ და ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს. გაბედულად იმოქმედეთ, წარმატება არც ისე შორსაა.

კურო
ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს და სათანადო დასკვნების გამოტანის შემდეგ იმოქმედეთ. დღეს საინტერესო და საჭირო ხალხს გაიცნობთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია.

ტყუპი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. აკონტროლეთ ემოციები და გააზრებულად იმოქმედეთ. კარგ შედეგებს მიაღწევთ მუშაობისას. უფროსისგან შექებას ან ფულად ჯილდოს დაიმსახურებთ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. თავადაც ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

ლომი
კარგი დღეა საკუთარ თავში, აზრებსა და სურვილებში გასარკვევად. აგრეთვე, მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, იურიდიული საბუთები. გათავისუფლდით მავნე თვისებებისგან. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული
გარშემო მყოფების რჩევებსაც დაუგდეთ ყურადღება, მაგრამ მაინც ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ახლობლების მიმართ მეტად კეთილმოსურნე და მომთმენი უნდა იყოთ.

სასწორი
მარტივად მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. გადახედეთ წარსულს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. დღეს საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ; საკუთარ სიამოვნებაზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ.

მორიელი
მნიშვნელოვანი მომენტებით აღსავსე დღე გელით, ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ. საქმიანობისას მეტად გაბედული უნდა იყოთ, გამარჯვება თქვენ მხარესაა.

მშვილდოსანი
სასურველის მიღწევაში ვერაფერი შეგიშლით ხელს. დღეს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხართ. ისე იმოქმედეთ, რომ თავადაც ისარგებლოთ და არც სხვები დააზარალოთ.

თხის რქა
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. მიზნების მიღწევა და ახალი პროექტების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმების განსახილველად.

მერწყული
დღეს ყველა საქმეს, ვალდებულებას ადვილად გაართმევთ თავს, თუ თავისუფალი გრაფიკით იმუშავებთ. დღეს საშუალება მოგეცემათ ისე მოიწყოთ ცხოვრება, როგორც ოცნებობდთ.

თევზები
ყველანაირი უსიამოვნება გვერდს აგვივლით. არავინ და არაფერი გაგიფუჭებთ განწყობას. კარგი დღეა დასახული მიზნების ასასრულებლად. აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ.

FB კომენტარები

კომენტარი