19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

77
SHARE

ვერძი
დღეს დაფიქრდებით პროფესიის შეცვლაზე, ახალი ხელობის დაუფლებაზე. საქმეებში დროებითი დაბრკოლების გამო ნუ შეშინდებით. ცოტა შეისვენეთ და იბრძოლეთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

კურო
პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო სამსახურის საქმეებისთვის ვერ მოიცლით. თუ ხვდებით, რომ პარტნიორი არ შეგეფერებათ, დაშორდით, სანამ არ გაასერიოზულებთ კავშირს.

ტყუპი
საყვარელ საქმიანობას მეტი დრო დაუთმეთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ გარშემო მყოფების კრიტიკას. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები.

კირჩხიბი
მოეშვით წარსულზე ფიქრს, დეპრესიის მეტს არაფერს მოგიტანთ. თუ მარტო ვერ უმკლავდებით სამსახურის საქმეებს, საოჯახო ვალდებულებეს, დახმარებისთვის კოლეგებს, მეგობრებს მიმართეთ.

ლომი
დღეს ერთმანეთს რამდენიმე საქმე უნდა შეუთავსოთ. დღის ბოლოს მიხვდებით, რომ გადაღლილი ხართ. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრეთ დასასვენებლად. რამდენიმე დღეში მთვარე ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.

ქალწული
კარგი დღეა მიმდინარე პროექტების განსახილველად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. საღამო საყვარელ ადამიანთა ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
მეტად დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ერთად შეარჩიეთ დასასვენებელი კურორტები.

მორიელი
თვითკრიტიკული ხართ. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით მომთხოვნი და აგრესიული. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ კარგად დაფიქრდით.

მშვილდოსანი
მეტი დრო გაატარეთ პოზიტური ადამიანების გვერდით. მცირე უსიამოვნებებს, დაბრკოლებებს ყურადღება არ მიაქციოთ. საღამოს განმარტოვდით და საკუთარ აზრებში გაერკვიეთ.

თხის რქა
დღეს მარტოს მუშაობა გაგიჭირდებათ. ამიტომ, გარშემო გამოცდილი ადამიანები დაიყენეთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. საყვარელი ადამიანი მასაჟით გაგანებივრებთ.

მერწყული
უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ რაც უფრო დატვირთული ხართ, მით უკეთესად უმკლავდებით ვალდებულებებს. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა, გამოიძინეთ.

თევზები
დღეს გადაუდებელი საქმეების შესრულება არ მოგიწევთ. მეტად დაისვენეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ერთად განიხილეთ სად გაატარებთ შვებულებას.

FB კომენტარები

კომენტარი