19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

71
SHARE

ვერძი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ახალნაყიდი ნივთებით საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც გაახარებთ. მოინახულეთ ნათესავები.

კურო
კარგი დღეა დაწყებული საქმეების, პროექტების დასასრულებლად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი საჭირო ადამიანს გაიცნობს.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან. წვეულებაზე საინტერესო და მომავალში გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ.

კირჩხიბი
მოაწესრიგეთ ფინანსური და სადაზღვევო საკითხები. მოერიდეთ აზარტულ საქმიანობას და არ გარისკოთ. კარგი დღეა ახალი საქმიანობის დასაწყებად.

ლომი
სამსახურში მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. დღეს უამრავ საქმეს მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემომყოფებთან.

ქალწული
დღის პირველ ნახევარში შეადგინეთ სამომავლო გეგმა. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. პირად ურთიერთობაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

სასწორი
თანამოაზრეებთან და კოლეგებთან ერთად, განიხილეთ ახალი იდეები. სასურველის მისაღწევად დაიხმარეთ გავლენიანი ახლობლები. მოითხოვეთ ხელფასის მომატება.

მორიელი
დღეს ყველა საქმეში გაგიმართლებთ და წარმატებას მიაღწევთ. უჩვეულო და რთულ სიტუაციაში მოხვედრილიც კი ადვილად გაართმევთ თავს დაბრკოლებებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
დილა საქმეების მოგვარებით დაიწყეთ. ზოგიერთს დაწინაურებას შესთავაზებენ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
მსხვილ პროექტებზე მუშაობა დიდ მატერიალურ მოგებას მოგიტანთ. ახალი შანსები გამოგიჩნდებათ. კარგი დღეა გარეგნობის შესაცვლელად, სამოსის შესაძენად.

მერწყული
კარგი დღეა დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან სამუშაოდ. დაგეგმეთ მომავალი. კარგი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის. ადვილად მოაგვარებთ იურიდიულ საკითხებს.

თევზები
კარგი დღეა საქმიანობის, მისამართის შესაცვლელად. ზოგიერთი გაცილებით მაღალანაზღაურებად თანამდებობას დაიკავებს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს.

FB კომენტარები

კომენტარი