18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჯანმრთელობის მხრივ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. ენერგეტიკული პოტენციალის უმნიშვნელო კლება მხოლოდ ხანდაზმულ და დასუსტებულ ადამიანებში შეინიშნება. ნუ გამოცდით საკუთარ ჯანმრთელობას, თორემ შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ.

კურო
ამ ნიშნის წარმომადგენლებს (განსაკუთრებით ქალებს) აქტიური დღე ელით. დაივიწყეთ მშრალი გათვლები და სიფრთხილე, შეგიძლიათ, ბოლოს და ბოლოს, რისკზე წასვლის ცდუნებას აჰყვეთ. მოგების მშვენიერი შანსი გაქვთ.

ტყუპები
სანატრელი პატარას სახით, სიყვარული მშვენიერ საჩუქარს გიმზადებთ. მატერიალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების სიმძიმეს ერთად დაძლევთ. გრძნობების გამოვლენა ნუ გერიდებათ და ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ ბავშვებთან საკონტაქტოდ.

კირჩხიბი
შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას და შეზღუდეთ ტკბილეულისა და ცომეულის მიღება. გახსოვდეთ, ზედმეტი კვება მხოლოდ ფიგურაზე კი არა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზეც ცუდად აისახება. როგორც კი მუცლის არეში ტკივილს იგრძნობთ, ექიმს მიაკითხეთ.

ლომი
ამ დღეს ადგილიდან დაიძვრება დიდი ხნის გაჩერებული სამეცნიერო თუ შემოქმედებითი პროექტები და ამუშავდება საყოფაცხოვრებო იდეები. დროა, დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა, თუმცა ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ.

ქალწული
ამ დღეს გარშემომყოფი ადამიანების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ. შესაძლოა, ეს საკუთარი თავდაუჯერებლობითაა გამოწვეული. ეცადეთ, გამუდმებით უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ გარემოსა და გარემოებების ცვლილებაზე ადეკვატურად რეაგირება შეგიძლიათ.

სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები დღეს განსაკუთრებით სექსუალურები და მიმზიდველები არიან. გახსოვდეთ, შეიძლება ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. მოერიდეთ ინტრიგებს, შემთხვევით გაცნობილ და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს.

მორიელი
ამ დღეს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებები გელით. გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით და არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. კარგად აწონ-დაწონეთ საკუთარი გადაწყვეტილებები და თუ საჭიროა, კოლეგებსა და ახლობელ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუჩნდებათ. დასახული მიზნისკენ სწრაფად მიდიხართ და პარტნიორების დარწმუნების საოცარი უნარი გაქვთ. წარმატების რეცეპტი მარტივია: საჭიროა საკუთარი თავი მთლიანად სამუშაოს მიუძღვნათ, შრომისმოყვარე იყოთ და ოცნებების რეალობად ქცევას ცდილობდეთ.

თხის რქა
მშვენიერი პერიოდია ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიის დასამყარებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახლსა და მშობლებს. ხელსაყრელი დროა, სახლში რემონტის დასაწყებად.

მერწყული
სიახლეებით სავსე დღეა ყველა მიმართულებით – როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სწავლასა თუ სამსახურში. გამორიცხული არაა, განქორწინებულ მეუღლეებს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყების სურვილი გაუჩნდეთ. ეცადეთ, ნებისმიერი ურთიერთობა პატივისცემასა და კომპრომისებზე დაამყაროთ.

თევზები
ამ დღეს თანდაყოლილი ინტუიცია გაგიმძაფრდებათ. წარმატება ელით ადამიანებს, რომლებიც მხატვრობაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული. ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები