1. ორმხრივი ურთიერთობის წესი: სანამ სხვების შეცდომებს გაასამართლებთ, საკუთარ თავს მიაქციეთ ყურადღება. მას, ვინც ტალახს ისვრის, არ შეიძლება სუფთა ხელები ჰქონდეს.
2. სწავლების წესი: ყოველმა ადამიანმა, რომელსაც ვხვდებით, პოტენციურად შეიძლება რაღაც გასწავლოს.
3. ზედა გზის წესი: ჩვენ უფრო მაღალ დონეზე გადავდივართ, როდესაც სხვებს იმაზე უკეთესად ვექცევით, ვიდრე ისინი ჩვენ გვექცევიან.
4. ბუმერანგის წესი: როდესაც სხვებს ვეხმარებით, საკუთარ თავს ვეხმარებით.
5. ჩაქუჩის წესი: არასდროს გამოიყენოთ ჩაქუჩი იმისთვის, რომ თანამოსაუბრის შუბლზე კოღო მოკლათ.
6. გაცვლის წესი: იმის მაგივრად, რომ სხვები ადგილზე მოსვათ, საკუთარი თავი მათ ადგილზე დავაყენოთ.
7. ტკივილის წესი: ნაწყენი ადამიანი თავად აყენებს ტკივილს სხვებს.
8. ქარიზმის წესი: ადამიანები ინტერეს იმ ადამიანის მიმართ იჩენენ, ვინც მათი პიროვნებითაა დაინტერესებული.
9. 10 ქულის წესი: ადამიანების საუკეთესო თვისებების არსებობის რწმენა საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენას აიძულებს.
10. სიტუაციის წესი: არასდროს დაუშვათ ის, რომ სიტუაცია თქვენთვის იმაზე მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ურთიერთობები.
11. ბობის წესი: როდესაც ბობს ყველასთან აქვს პრობლემები, მთავარი პრობლემა თავად ბობია.
12. ხელმისაწვდომობის წესი: სიმსუბუქე საკუთარ თავთან ურთიერთობაში ეხმარება სხვებს ჩვენთან თავი მსუბუქათ იგრძნონ.
13. ორმოს წესი: როდესაც ბრძოლისთვის ემზადები, ისეთი ორმო ამოთხარე, რომ მასში მეგობრისთვისაც იყოს ადგილი.
14. მიწადმოქმედების წესი: ყველა ურთიერთობის კულტივირება შესაძლებელი და აუცილებელია.
15. თანამშრომლობის წესი: ერთობლივი მუშაობა ერთობლივი გამარჯვების შესაძლებლობას ზრდის.
16. მოთმინების წესი: მოგზაურობა სხვებთან ერთად ყოველთვის უფრო ნელია, ვიდრე მარტოდ მოგზაურობა. გინდა შორს წახვიდე – ერთად იმოძრავეთ, გინდა ჩქარა იარო – მარტო წადი.
17. მედალიონის ორი მხარის წესი: ურთიერთობების ნამდვილი გადამოწმება არა მარტო იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ერთგულნი ვართ მეგობრების წარუმატებლობისას, არამედ იმაშიც, რამდენად ძლიერად გვიხარია მათი წარმატების.
18. სიმპატიის წესი: თანაბარი პირობების შემთხვევაში ადამიანები მიისწრაფვიან მათთან მუშაობისკენ, ვინც მათ მოსწონთ, არათანაბარი პირობების შემთხვევაში ისინი მაინც ამას გააკეთებენ.
Next Post
სხვა სიახლეები