18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ პერიოდში გააქტიურდება ყველა თქვენი უარყოფითი თვისება (თავნებობა, ეგოიზმი, თავდაჯერებულობა, ამპარტავნება) სხვების აზრი არ გაინტერესებთ და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობთ, საკუთარი პოზიციის დაცვას. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით დამშვიდდებით და განმარტოვდებით, რომ თქვენი მოქმედებით გარშემომყოფები ნაკლებად დააზარალოთ.

კურო
ამ დღეს კუროების ოჯახში საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების აქტიური პერიოდი იწყება. ბევრს მოუწევს რემონტისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთისთვის სოლიდური თანხის გაღება. ყურადღებით იყავით ხელშეკრულების დადებისა და საბუთების გაფორმების დროს და გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია.

ტყუპები
მშვენიერი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, ეს ასპექტი ჯანმრთელობისა და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ. საყვედურების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ. სასურველია, სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება. ეცადეთ, მატერიალურ ზარალს ფილოსოფიურად შეხედოთ.

კირჩხიბი
კირჩხიბები დაბადებიდან ტრადიციის მიმდევრები არიან, თუმცა ამ დღეს შეიძლება რევოლუციონერებად იქცნენ და უჩვეულო იდეების გამო ჩვეულ ფასეულობებზე უარი თქვან. თუნდაც ცდებოდეთ, საკუთარი თავის რწმენა აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ.

ლომი
ეს დღე ხელოვნებას, სიყვარულსა და სიამოვნებას განასახიერებს. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილი. საღამო მოულოდნელ ნაცნობობას ან თქვენთვის საინტერესო ადამიანთან შეხვედრას გპირდებათ. კარგი დროა, რომ მოდუნდეთ და საკუთარ ცხოვრებას მსუბუქად შეხედოთ. ალბათ, შენიშნეთ, რომ ადამიანებს იზიდავთ. მათ თქვენი კომუნიკაბელურობა, დახვეწილობა და ცეცხლოვანი ენერგეტიკა მოსწონთ.

ქალწული
თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების დრო დადგა – საინტერესო შეხვედრები და თავბრუდამხვევი რომანები გელით. ბედნიერება თქვენ გვერდითაა და იჩქარეთ, რომ ხელიდან არ გაუშვათ. თუმცა, არც დამალული საფრთხეები დაგავიწყდეთ.

სასწორი
ეს დღე კრიტიკული იქნება. დიდი ალბათობით, კამათი მოგიწევთ. ის, ვინც დილიდან დაგიწყებთ საკუთარი სიმართლის მტკიცებას, ცდება. ჭეშმარიტება დაცვას არ საჭიროებს.

მორიელი
ამ დღეს საოჯახო საქმეები, სერიოზული საუბრები და აზრების გაზიარება გელოდებათ. სხვებისთვის რამის დამტკიცების მცდელობა საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. თუკი გარკვეული მიზეზების გამო ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, იქნებ, გასეირნებაზე მაინც არ თქვათ უარი. კარგი განწყობა და სუფთა ჰაერი სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი
მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, ორმაგი ხასიათის იყოს, ხოლო შეცდომები, ზედმეტი ხლაფორთი და არასაჭირო შეხვედრები იმედგაცრუებასა და სერიოზულ მატერიალურ დანაკარგს მოგიტანთ. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს კომუნიკაბელურობით გამოირჩევით. ვარსკვლავები საზოგადოებრივ ადგილებში მოხვედრის დროს სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ.

თხის რქა
ეს პერიოდი შესანიშნავია მოგზაურობისთვის და ზამთრის აქტიური დასვენებისთვის. არ თქვათ უარი დასვენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შემოთავაზებაზე, თუნდაც ეს ქალაქგარეთ გამგზავრება იყოს. თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება სამთო კურორტები, რადგან მთები თხის რქების სტიქიაა.

მერწყული
შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ, დაღლილობა, დაავადებები, აპათია კვლავ შეგახსენებთ თავს. თუკი გრძნობთ, რომ ავიტამინოზმა თქვენს ორგანიზმში დისბალანსი გამოიწვია, მიიღეთ პოლივიტამინები.

თევზები
შესაძლოა, ქრონიკული დაავადებებმა კვლავ შეგაწუხოთ. ტრავმების ან ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგი აუცილებლად შეგახსენებთ თავს. შეეცადეთ, მაქსიმალურად აღიდგინოთ ძალები. დაგეგმეთ რაციონალური კვება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ძლიერი ორგანიზმისა და ჯანმრთელობის გარანტია.

კომენტარები

სხვა სიახლეები