18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

73
SHARE

ვერძი
ნუ შეეჭიდებით გრანდიოზულ გეგმებს და იმით დაკმაყოფილდით, რაც გაქვთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.

კურო
წარმატება თუ წარუმატებლობა თქვენს მუშაობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, არ იზარმაცოთ. არ აიღოთ ვალი და არც არავის ასესხოთ ფული.

ტყუპი
მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს და სარისკო საქმიანობას. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფულის ხარჯვა.

კირჩხიბი
დღის მანძილზე რამდენჯერმე მოგიწევთ გეგმებისა და მიმართულებების შეცვლა. ყურადღებით იმოქმედეთ, სიჩქარეში არაფერი გამოგრჩეთ.

ლომი
ნურავის დაუპირისპირდებით და შეეკამათებით; ამით მხოლოდ თქვენ დაზარალდებით. იყავით ყველას მიმართ მეგობრული და ღიმილიანი.

ქალწული
ახალი ამბები და მივლინება გელით. ზოგიერთს მფარველი გამოუჩნდება და მისი დახმარებით დიდი ხნის საქმეებს სასიკეთოდ მოიგვარებს.

სასწორი
ცვლილებებისა და გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და პარტნიორთან. დიპლომატიურად იმოქმედეთ.

მორიელი
სამსახურის საქმეები კოლეგებთან; საოჯახო – სასიყვარულო პარტნიორთან ერთად განიხილეთ. გაითვალისწინეთ გარშემო მყოფების ინტერესები. მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებით ნუ იმოქმედებთ.

მშვილდოსანი
თქვენ გარშემო ინტრიგები და ჭორები გაააქტიურდება. რაც კარიერულ წინსვლაში შეგიშლით ხელს. ამიტომ, ფრთხილად იყავით.

თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გამაჯანსაღებელი პროცედურის ჩასატარებლად. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიცაა.

მერწყული
შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანისგან მიიღოთ საჩუქარი. თავად კი ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს.

თევზები
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. უამრავი მიზეზი გამოგიჩნდებათ, რომ მოგაცდინონ.

FB კომენტარები

კომენტარი