ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ერთი რამ უდავოა – ბავშვობის წლები ყველაზე საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ამ პერიოდის გახსენება საყვარელ ადამიანებთან და ტკბილ მოგონებებთან გაკავშირებს, მეხსიერებიდან უამრავ მივიწყებულ და ერთ დროს საინტერესო საგნებსაც ამოატივტივებს.
თუკი უახლოესი წარსულიდან, 80-90-იან წლებს გადავავლებთ თვალს, გავიხსენებთ ნივთებს, რომელსაც დღეს მართალია გაუმჯობესებული ანალოგები აქვთ, თუმცა მათი წარმოსახვა საზოგადოებაში თბილ მოგონებებს იწვევს.
მაშ ასე:
რადიოლა “ურალი 114” – 80-90-იან წლებში თითქმის ყველა ოჯახში საკულტო ნივთს წარმოადგენდა.
ასეთივე დანიშნულება ჰქონდა ტელეფონის დისკიან აპარატს, რომელიც იმ წლებში საკმაოდ ძნელად საშოვნელიც იყო.
ტელევიზორი “რეკორდი 312”, მართალია არხების გადასართავი სახელური ხშირად ტყდებოდა, მაგრამ გადასართავი არხი ბევრი არაფერი იყო და კრეატიული მომხმარებლები ამას ბრტყელტუჩას დახმარებითაც მშვენივრად ახერხებდნენ.
სკოლაში მარლბოროს საფირმო ნიშნით გამოსახული პოლიეთილენის პარკით მისვლა მეგობრების თვალში ფასს ერთი-ორად გმატებდა.
მოგვიანებით პარკი დიპლომატმა ჩაანაცვლა, რომლის უქონლობაც ძალიან დიდ ნაკლად ითვლებოდა.
დიდი ავტომობილის ანალოგი, პატარა პედლიანი მანქანა პატარებში შურის ობექტს წარმოადგენდა.
თუ გეხურა ნორკის ქუდი, ეს უკვე სტატუსიან პიროვნებას ნიშნავდა.
აი, ამ დამტენებზე მუშაობდა 80-90-იანი წლებში საბავშვო სათამაშოები.
ავტობუსებში, ტროლეიბუსებსა და ტრამვაიში დამოტაჟებული ბილეთების დასაკომპენსირებელი აპარატები.
ასეთ კასეტებს ჯერ კიდევ ბევრ ოჯახში იპოვით – არ ემეტებათ გადასაყრელად.
ძველი მტვერსასრუტი “ჩაიკა”, ძნელია მისი ხმის დავიწყება.
სათამაშო რობოტი, რომელიც ბავშვების ცნობისმოყვარეობას იმ დონეზე იწვევდა, რომ ყველას სურდა გაეტეხა და ენახა შიგნით როგორ იყო მოწყობილი.
ეს ჭაღები დროთა განმავლობაში იშლებოდა და გასანათებელი მოწყობილობიდან ბავშვების სათამაშო ხდებოდა – “მიწაში დამარხული განძის” კატეგორიაში გადადიოდა.
ამ საღეჭი რეზინის შეფუთვაში არსებული ნახატები ბავშვობაში ყველაზე მყარ ვალკუტას წარმოადგენდა.
ქაღალდის ჭიქებში ჩამოსხმული ჯოხიანი ნაყინი – ისეთი გემრიელი იყო, ნერწყვი მოგადგებოდა.
და ბოლოს, ლეგენდარული საათი 80-იან წლებში “მონტანა”, რომელიც 16 მელოდიას უკრავდა.