17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი
გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული და კრიტიკული. მოერიდეთ უსიამოვნებებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

კურო
გაუფრთხილდით კუჭს. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების ჭამას. აგრეთვე, ალკოჰოლური და ენერგიის მომტანი სასმელების სმას.

ტყუპი
სამსახურის საქმეები ორშაბათიდან გაადადეთ. დღეს დაისვენეთ, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანს. ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

კირჩხიბი
აკონტროლეთ ქცევა და ემოციები, რათა არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ნუ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად მომთხოვნი.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ვახშამზე დაპატიჟეთ მეგობრები და ნათესავები. გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება.

ქალწული
სამსახურის საქმეები გვერდზე გადადეთ და მთელი დღე საყვარელ ადამიანს მიუძღვენით. საღამოს შეეხმიანეთ მივიწყებულ მეგობრებს.

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; ახალი ნაცნობობისა და ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში. უმნიშვნელო უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ყველაფერი წარმავალია.

მორიელი
კარგი დღეა მშენებლობის, რემონტის დასაწყებად და ინტერიერის შესაცვლელად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.

მშვილდოსანი
შეეხმიანეთ მეგობრებსა და ნათესავებს. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

თხის რქა
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. მეტი ყურადღება და სიყვარული გამოიჩინე გარშემო მყოფების მიმართ.

მერწყული
ორშაბათისთვის გადადეთ ყველა სამსახურის საქმე. დღეს მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოუსმინეთ მუსიკას; უყურეთ სასიამოვნო ფილმებს.

თევზები
დღის განმავლობაში მოსალოდნელია სიურპრიზები. ოჯახში მატება გელით. ურთიერთობაში ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ აჩქარდებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები