17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

52
SHARE

ვერძი
დღეს საშუალება მოგეცემათ გამოიძინოთ. საკუთარ თავს არაფერზე უთხრათ უარი, ისიამოვნეთ ყოველი წუთით. საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რაც მთელი დღით განწყობას აგიმაღლებთ.

კურო
დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ზოგიერთებს ქალაქგარეთ წვეულებაზე მიიპატიჟებენ. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დანიშნეთ.

ტყუპი
დღე სასიამოვნო მომენტებითაა აღსავსე. შეეხმიანეთ მეგობრებს და მათთან ერთად დაისვენეთ, იმხიარულეთ. საღამო შინ, მშობლებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ. დღე შინ გაატარეთ, საოჯახო საქმეები მოგვარეთ. საღამოს ნათესავებს შეეხმიანეთ, შინ მიიპატიჟეთ და გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდით.

ლომი
კარგი დღეა ახალის შესასწავლად, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. შეხვდით საინტერესო ადამიანებს და

თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაესაუბრეთ.

ქალწული
დღეს მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა ან პაემანი. კარგი დღეა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას.

სასწორი
კარგი დღეა დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების მოსანახულებლად. ზოგიერთები მატერიალურ ჯილდოს ან დახმარებას მიიღებთ.

მორიელი
დღევანდელი დღე საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს უნდა დაუთმოთ. მოაწყვეთ პატარა ოჯახური დღესასწაული და გამხიარულდეთ.

მშვილდოსანი
დღე საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და უცხოებთანაც კი შეძლებთ საერთო ენის გამონახვას. დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

მერწყული
წარმატებული დღე გელით. კარგი დღეა დიდი ხნის გეგმებისა და ოცნებების განსახორციელებლად. თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება.

თევზები
დილიდანვე შეიქმენით კარგი განწყობა და ეცადეთ, არც ოჯახის წევრები მოაწყინოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულება მოაწყვეთ და იმხიარულეთ.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი