16 წლის გოგონას, შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ ლიანდაგზე დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

სიკვდილამდე რამდენიმე წამით სკოლის მოსწავლე გოგონამ დაქალს დაურეკა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო – „ არ ვიცი, სად ვარ“. ამ სიტყვების თქმის მერე ის სარკინიგზო გზაზე დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ტრაგედია ბრიტანეთში, კენტის საგრაფოში მოხდა.
თინეიჯერები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს მეზობელ ქალაქში აღნიშნავდნენ და ალკოჰოლიც მიიღეს.
16 წლის ტაია პიბლსი დაბადების დღიდან, უკან სახლში მატარებლით უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სადგურში მარტო დარჩა და სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს კიდეც, რომ ის ლიანდაგებზე მარტო გადაადგილდებოდა. მხოლოდ ღამის 11 საათზე ნასვამმა ტაიამ დაურეკა მეგობარ გოგონას და ატირებულმა უთხრა, რომ არ იცის სად არის. ამის მერე სატელეფონო კავშირი შეწყდა და ტაიას ტელეფონი გაითიშა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მან ბოიფრენდთან იჩხუბა და ამიტომ სახლში ისინი ერთად არ წავიდნენ. ბიჭმა აღიარა, რომ მთელი ღამე ვერ იძინებდა, რადგან გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები