16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

951
SHARE

ვერძი

გაორებული დღე გელით. ცდილობთ, ორი მიმართულებით იმოქმედოთ, მაგრამ თქვენი გაგება უჭირთ. სამწუხაროდ, ეს ერთი შეხედვით პატარა პრობლემა აისბერგს ჰგავს, ამიტომ ურთიერთობის მოგვარებისთვის გირჩევთ, მესამე პირი დაიხმაროთ. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და განმარტოება გჭირდებათ.

კურო

თქვენი სექსუალურობა ცნობისმოყვარეობაზეა დაფუძნებული, თუმცა დღის მეორე ნახევარში ის შეიძლება ძლიერ გრძნობად იქცეს. მზად იყავით იმისთვის, რომ გულის გაღებას საფულის გახსნა მოჰყვება. შესაძლოა, მსხვერპლად საკუთარი ფასეულობების გაღებაც მოგიწიოთ.

ტყუპები

დაბნეული და ეჭვებით სავსე ხართ. ფიქრობთ, რამდენად სერიოზულია თქვენი რჩეულის მიზნები, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ – ჯერ დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა. ეცადეთ, სიფრთხილე და გონიერება შეინარჩუნოთ: არაკონტროლირებადი ენერგიის გამო, ბევრი მოულოდნელობა გელით.

კირჩხიბი

შესაფერისი დღეა ახალი ურთიერთობების დაწყებისა და კონტრაქტების (მათ შორის, საქორწილო) გაფორმებისთვის. თუ გადაწყვეტთ, რომ წელს თქვენი მარტოობა უნდა დაასრულოთ, თამამად წადით მმაჩის ბიუროში, თუმცა მანამდე, ნოტარიუსთან საქორწინო კონტრაქტი გააფორმეთ. მხოლოდ ქონებრივი საკითხების წინასწარ მოგვარების შემთხვევაში შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული, რომ ახალ წელს შექმნილი ოჯახი მყარი და ბედნიერი იქნება.

ლომი

კარგი დღეა ურთიერთობისთვის, მოგზაურობისა და კომერციული ინიციატივებისთვის. საღამო სასიყვარულო ურთიერთობებში ცოტაოდენ დაძაბულობას შეიტანს. პირადი საქმეების მოგვარება გსურთ, თუმცა, ამის გამო, პარტნიორი უხეშობასა და უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულებთ. გირჩევთ, საინტერესო ინფორმაცია მოიძიოთ და კლიენტებსა და პარტნიორებს ახალი წინადადებით დაუკავშირდეთ.

ქალწული

სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება ბედნიერი და ჰარმონიული იყოს. თქვენ და თქვენი პარტნიორი იდეალური წყვილი ხართ. ისარგებლეთ საკუთარი მომხიბვლელობით, მაგრამ ეცადეთ, ეს მოქნილად და გონივრულად გააკეთოთ და საყვარელი ადამიანის სისუსტით არ ისარგებლოთ.

სასწორი

ეს დღე შესანიშნავია კოლექტიური მუშაობისთვის, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შესაცვლელად, ქორწილისთვის, მეგობრული შეკრებებისა და რჩევების მისაცემად. სიყვარულში თქვენთვის შეზღუდვები მიუღებელია. ვარსკვლავები გირჩევენ, ადამიანები შინაგანი სილამაზით შეაფასოთ და არა გარეგნულად.

მორიელი

ამ დღეს დასვენება და სიმშვიდე მოგინდებათ. სიზმრები თქვენში უსიამოვნო კვალს დატოვებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იოცნებოთ დიდ მიღწევებზე სახლში ან სამსახურში, რადგან თქვენი შრომისუნარიანობა მინიმუმამდე დაეცემა. შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ დიდ და მნიშვნელოვან პროექტებს. ჩაიტარეთ განტვირთვის დღე ან გაწმენდითი პროცედურები.

მშვილდოსანი

დღის მეორე ნახევარში ხელშეკრულებებს გადახედავთ. ზოგიერთ ძველ ხელშეკრულებას გააუქმებთ. შეგიძლიათ, ძალიან არ ინერვიულოთ შემოსავალზე, რადგან მოიძებნება წყარო, რითიც საკუთარ ფინანსებს შეავსებთ.

თხის რქა

მატერიალური თვალსაზრისით, შესანიშნავი დღე გელოდებათ. გექნებათ ფულიც და სამუშაოც. მატერიალური კეთილდღეობისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ მოგიწევთ. მოერიდეთ ამ დღეს ფულის გასესხებას.

მერწყული

ამ დღეს თქვენზე გარშემომყოფები უარყოფით გავლენას მოახდენენ. მათ შეუძლიათ, შეგიქმნან დისკომფორტი და ყოველდღიური პრობლემები კიდევ უფრო გაგიმრავლონ. უთანხმოების მიზეზი შესაძლოა, მრავალი იყოს. შეეცადეთ, კონფლიქტი არ გააღრმაოთ და ურთიერთობა უკიდურესად არ დაძაბოთ.

თევზები

შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან საყვედური მიიღოთ. დაუმსახურებელი შენიშვნა ძალიან გატკენთ გულს, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოხატოთ წყენა. მშვიდად და აუღელვებლად დაამტკიცეთ საკუთარი სიმართლე.

FB კომენტარები

კომენტარი