16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

155
SHARE

ვერძი
თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება მატერიალური საკითხები. სიამოვნებას მოგანიჭებთ შემოქმედებითი საქმიანობა. უმრავლესობას გამოგიჩნდებათ მფარველი, ზოგიერთი კი ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლდება.

კურო
უჩვეულო იდეებითა და ენერგიულობით გარშემო მყოფებს გააოცებთ. დღეს იმაზე მეტ შედეგს მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით. საღამო ოჯახის წევრებთნ ერთად გაატარეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან.

ტყუპი
წარმატება გელით ნებისმიერ საქმეში, რასაც დღეს ხელს მოკიდებთ. ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საკითხებს. ნურაფერს შეუშინდებით და დასახულ მიზანს თამამად მიუახლოვდით.

კირჩხიბი
ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწევთ და ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

ლომი
მეტად აქტიური დღე გელით, – საქმიანი შეხვედრებით დატვირთული. ბიზნესპარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. სპეციალისტის დახმარებით გაერკვიეთ ფინანსურ პრობლემებში.

ქალწული
სპონტანური შეხვედრა გელით ძველ ნაცნობთან, ყოფილ შეყვარებულთან. რაც განწყობას აგიმაღლებთ. კარგი დღეა რემონტის დასაწყებად, სახლისთვის ახალი ნივთების შესაძენად.

სასწორი
კარგი დღეა ახალი ინფორმაციის მისაღებად, სწავლისა და იდეების განსახორციელებლად. დღეს უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით.

მორიელი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მივლინებისთვის. წარმატება გელით კარიერაში. გამოგიჩნდებიან ახალი პარტნიორები, სპონსორები.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან და ნათესავებთან. შეურიგდით განაწყენებულებს. დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს და უფროსს.

თხის რქა
დროს თუ სწორად გადაანაწილებთ, ყველა საქმეს ადვილად მოაგვარებთ. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრა, გააფორმეთ ხელშეკრულებები, მოსალოდნელია მივლინება.

მერწყული
დღევანდელი სამუშაო მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ და სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან.

თევზები
ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს, გაისტუმრებთ ვალებს. კარგი დღე ელით სტუდენტ თევზებს. გარშემო მყოფებს მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას დაუტოვებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი