მარკ ცუკერბერგის კომპანიამ ფეისბუქმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა და მოგების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა, – წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგებამ 1,51 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებს – 512 მილიარდ დოლარს.