15 უშნო მამაკაცი, რომელსაც ვაღმერთებთ (ფოტოკოლაჟი)

ისინი ყველანი ეკრანზე საყვარლები და მომხიბვლელები არიან, თუმცა…
homelyguys01

მსახიობი ჰიუ ლორი მაყურებელმა ექიმი ჰაუსის როლის შესრულების შემდეგ შეიყვარა – ჯერ შეიყვარეს ექიმი, შემდეგ კი ჰიუზე გაგიჟდნენ, რაც საკმაოდ უცნაურია, რადგან ასეთი გარეგნობის და ამასთან აგრესიული პიროვნების შეყვარება არანორმალურია.დასკვნა ერთია: ამდენმა მინუსმა საბოლოოდ პლუსი შექმნა, თორემ სანამ ლორი კომედიურ როლებს თამაშობდა, არავის აზრადაც არ მოსვლია, მასზე დადებითი სიტყვა ეთქვა.


homelyguys02

ერთხელ მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი არც მეტი, არც ნაკლები ყველის დასახელებაში აერიათ. თუმცა აქ მხოლოდ გვარი არაფერ შუაშია. რა დასამალია, რომ მსახიობის გარეგნობა ამჟავებული რძის, ან სულაც მკვდარ ზაზუნას ასოციაციას იწვევს, თუმცა ეს შედარება რა მოსატანია, როცა ადამიანი გენიოსია?


homelyguys03
მსახიობი სერჟ გენსბური კოლეგებისგან ოთხი ქორწინებით, უამრავი საყვარლით და თაყვანისმცემელი ქალბატონების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა როგორ მიაღწია ამას ასეთი უშნო გარეგნობის კაცმა, ვერავინ ახსნა.


homelyguys04
ედრიან ბროუდი – გრძელცხვირიანი აყლაყუდა სევდიანი თვალებით. სავარაუდოდ საქმეც ამ გამოხედვაშია, ბასეტ-ჰაუნდს რომ მოგაგონებს.


homelyguys05

დენი ტრეხოს ყველა გმირი უბრალო მანიაკური პიროვნებაა, რომელსაც არანაირი ინტელექტი არ გააჩნია, მაგრამ ისეთი მაგარია, ჭკუიდან გადაგიყვანს. ტატუები, მოტოები, მაჩეტე – ის ცხოვრებაშიც ასეთია, რაც დენი ტრეხოს მამაკაცურ შარმს მატებს.


homelyguys06

ოდესღაც ხეები იყვნენ დიდები, ნაყინი – გემრიელი, მიკი რურკი კი ისეთი ლამაზი, რომ თვალს ვერ მოწყვეტდი. მას შემდეგ ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, მაგრამ სასიხარულო ისაა, რომ სამყაროში კიდევ დარჩა რაღაც, რაც არასოდეს იცვლება. სწორედ ასეთია მაგალითად, მიკის ქარიზმა, ჰოდა, ახლა მითხარით, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება?


homelyguys07
ჟერარ ჟეპარდიე მომხიბვლელი გარეგნობით არც ბავშვობაში გამოირჩეოდა, ასაკის მატებასთან ერთად კი საერთოდ კარიკატურას დაემსგავსა, თუმცა ამან მსახიობის ღირსებას ვერაფერი დააკლო.


homelyguys08
მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება ვენსან კასელს ბოლოს და ბოლოს როდის ამოუვა რქები, ჩლიქები და კუდი როდის გამოებმება. როგორც ირკვევა ბავშვობაში კასელს იმდენად სურდა დემონური ყოფილიყო, რომ მართლაც ეშმაკს დაემსგავსა. ყოველ შემთხვევაში გამოხედვით მაინც…


homelyguys09
იყო დრო, როდესაც მსახიობი ქრისტოფერ უოკენი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა, რადგან ზვიგენივით პირს არ აღებდა და მოთეთრო თვალებსაც შავი სათვალე უფარავდა.


homelyguys10
ხავიერ ბარდემი ჰგავს კლასიკური ურჩხულს მულტფილმიდან, სადაც ულამაზესი ბელი ჯადოქარს ამარცხებს. თუმცა შეუხედავი იერის მიღმა კეთილი ბუნება იმალება და ამას ხავიერის თვალებიც მეტყველებს.


homelyguys11
მარკ ენტონი – გარეგნულად საშინელი ტიპია, თუმცა გასაგებია ლამაზმანი ჯეი ლო რატომ გაჰყვა ცოლად. ზოგიერთს ჯიბის ბიჭუნები მოსწონს. შესაძლოა კიდევ ბევრმა არ თქვას უარი ხელის ჯუჯაზე.


homelyguys12
ტიმ როტი გასაოცარი ადამიანია. მას მრავალმხრივი გარდასახვა შეუძლია და სწორედ ამ თვისების გამო უყვარს მაყურებელს.


homelyguys13
დენიელ კრეიგი იმ სექსუალურ სანტექნიკოსს წააგავს, გერმანულ პორნოფილმში რომ თამაშობს.


homelyguys14

ფილმ “დოგმის” შემქმნელებმა ანგელოზის როლზე ალან რიკმანი მიიწვიეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ თუ ღმერთს ხმა აქვს, ეს ხმა აუცილებლად ალან რიკმანს ეკუთვნის.


homelyguys15
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ულამაზო მსახიობი ადრიანო ჩელენტანო ყველაზე, ყველაზე სექსუალური და ნიჭიერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები