“14 წლის შვილი დარჩა, მანქანას შეუვარდა შარდენთან…” – რას ჰყვება მარი ბაბეტას მეგობარი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 იანვარს მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მარის მეგობარი პრაიმტაიმს უყვება, რომ ქალს არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა:

„გუშინ მოხდა ავარია, 14 წლის შვილი დარჩა, მანქანას შეუვარდა შარდენთან, „სტელასთან“ სხვა არაფერი ვიცი…“, – ამბობს ის.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

სხვა სიახლეები