ვერძი
მეტისმეტმა ეჭვიანობამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც ამ დღეს დაგეგმილ საქმეში ხელს შეგიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ სწორედ დრეს დაიწყოთ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება. საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში ახლობელთან კამათი გელით.
კურო
კარგი დღეა სამომავლო გეგმების შედგენისა და საკუთარი მდგომარეობის შეფასებისთვის. დროს თუ სწორად გაანაწილებთ, ყველა საქმეს მოასწრებთ. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია,რომ მიზანსწრაფულობა და პრინციპულობა შეინარჩუნოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ტყუპები
როგორც იქნა, დაძაბული შრომის მატერიალურ შედეგს მიიღებთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან რაღაც ცნობა, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს მთლიანად შეცვლის. შესაძლოა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ფორმაც კი შეცვალოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ეს დღე კამათით და გაუგებრობით დაიწყოს. გეჩვენებათ, რომ მიწა ფეხქვეშ გეცლებათ,რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა და თქვენ ვერარაფერს შეცვლით. ნუ ამუქებთ და მოდუნდით.. უმჯობესია, ძველ მეგობრებს ესტუმროთ ან მასაჟი გაიკეთოთ. მეტი თავშეკავება და ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დაგიტოვებთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ქონების დაგროვებისთვის, კომერციული გარიგებებისა და შენაძენისთვის.. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი ან ოჯახური საქმეები. ეცადეთ, ყველა პრობლემა ეფექტურად გადაჭრათ, ამაში ახლობლების და ოჯახის წევრების რჩევები დაგეხმარებათ.
ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ახლობელი ადამიანების დახმარება კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ მათ ერთგულებაში. ეცადეთ ქალაქგარეთ გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
სასწორი
ამ დღეს თუ დამატებით რომელიღაც თანამდებობის შეთავსებას შემოგთავაზებენ, არ დათანხმდეთ – აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. დილიდან ელოდეთ გაუგებლობას და კამათს. მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი. დაუგეგმავი ხარჯი ოჯახის ბიუჯეტს დააზარალებს. მოსალოდნელია დეპრესია და ქრონიკული დაავადების გამწვავება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მორიელი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ, მაგრამ ამის საფუძველი არ გაქვთ. ახლობლებს უყვარხართ და გაფასებენ. გახსოვდეთ, სიმშვიდეს მხოლოდ საკუთარი სახლისკედლებში იპოვით. დღისმეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი საკმაოდ მარალია. ყოველდღიურ მოვალეობებთან არასტანდარტულმა და ექსცენტრიულმა დამოკიდებულებამ შეიძლება გარშემომყოფები გააოცოს და სალაპარაკო ტემა მისცეს. ეცადეთ,ემტი თავშეკავებულობა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ჯერ დაფიქრდეთ და მერე ილაპარაკოთ და არა პირიქით.
თხის რქა
ხელსაყრელიდრეა ცოდნის მიღებისა და ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია კარგი ცნობა ან საყვარელი ადამიანისგან საჩუქარი. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს. ზოგიერთებმა თქვენი გარეგნული თავშეკავება შეიძლება უხეშობად ჩათვალონ, რაც ახლობლებთან ურთიერთობას გაგირთულებთ.
მერწყული
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპისდასაწყისია. ცვლილებები უამრავ სფეროში იჩენს თავს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი ურთიერთობა გელით. საქმის საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზე და სურვილზეა დამოკიდებული.
თევზები
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია კულმინაციას აღწევს. სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სპორტული ვარჯიში. ხელსაყრელი დრეა ფულის გასესხებისთვის, გამაჯანსარებელი კურსის დაწყებისთვის და საჩუქრების შეძენისთვის. ეცადეთ მხედველობა არ გადატვირთოთ.