13 იანვარს ახალმთვარეობაა

13 იან­ვარს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს არის წლის პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა და სა­სურ­ვე­ლია, მას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდეთ, რათა მომ­დევ­ნო მთვა­რის თვე და წე­ლიც კი ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ დავ­გეგ­მოთ.

ვერძი

კარიერის თემა იქნება აქტუალური, მოგინდებათ დაწინაურება, პოპულარობის მოპოვება. ზოგიერთმა შეიძლება იქორწინოს ან მშობელი გახდეს. თუ მარტოხელა ხართ, ახალმთავრეობაზე ჩაიფიქრეთ პირადი ბედნიერება, კარიერული წინსვლა. გამოგიჩნდებათ ადამიანი, რომელიც ფულს დააბანდებს თქვენში და დაეგხმარებათ წინსვლაში. ზოგიერთი წარმატების მწვერვალს მიაღწევს. შეიძლება ბინა იყიდოთ პრესტიჟულ უბანში. ახალმთვარეობაზე დაისახეთ მიზანი, შეადგინეთ წარმატების მისაღწევი გეგმა. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესი დაიწყოს ან შეეცვალოს უფროსი. გამორიცხული არაა, მიიღოთ ჯილდო (პრემია) წარსულში შესრულებული საქმისთვის, დაფასდეს თქვენი საქმიანობა და თავადაც საზოგადოებისგან, გავლენიანი ადამიანებისგან დაფასებული გახდეთ.

კურო

მოგინდებათ საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთი კურო შეიძლება მეორედ დაქორწინდეს ამ გაიგოს, რომ შვილიშვილი ეყოლება. თქვენი წარმატებით დასრულდება სასამართლო საქმეები. მოულოდნელი ცვლილებები დაკავშირებული იქნება შორეულ მგზავრობასთან, ემიგრაციასთან. გამორიცხული არაა, სასიყვარულო ნაცნობობა უცხოელთან. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ახალგაცნობილებთან გულახდილი ნუ იქნებით. ზოგიერთმა შეიძლება ტურისტულ ბიზნესში დაიწყოს მუშაობა.

ტყუპი

პარტნიორის ფულით, მისი ენერგიით სარგებლობა გელით. ზოგიერთს ეს ახალმთვარეობა ვნებიანობის მომატებას მოუტანს; შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი სექსუალური პარტნიორი გახდება. დაწყვილებულებმა მოიწყვეთ რომანტიკული ახალმთვარეობა. მომატებულია კრიზისები, ნუ ილაპარაკებთ პოლიტიკაზე, ფულზე. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება დივიდენდი, კრედიტი მიიღოს, დახმარება სახელწიფო უწყებიდან. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა შეეცვალოს თქვენს საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორს. უმეტესობა გადაწყვეტს, რომ შვილი იყოლიოს.

კირჩხიბი

სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება. სურვილი ჩაიფიქრეთ პარტნიორეობაზე. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ საბედო, ან ადამიანი, ვისთანაც სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. პარტნიორთან შეთანხმებულად მოაგვარეთ საკითხები. შეიძლება ზოგიერთმა კირჩხიბმა განაახლოს ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან ან სულაც დაასრულოს არსებული კავშირი. კარგ შედეგს მოგიტანთ ბიზნესის გახსნა, განსაკუთრებით, კლიენტებთან მუშაობა.

ლომი

ჯანმრთელობა და ყოველდღიური ვალდებულებები გახდება თქვენი მთავარი მიზანი. შეიძლება შეგეცვალოთ კონტაქტები, ვალდებულებები მოგემატოთ ან ახალი სამსახური შემოგთავაზონ. ფრთხილად იყავით, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. ზოგადად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ან შეიძლება ძველი დაავადებების მკურნალობის ახალ ხერხებს მიაგნოთ. იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე, თუ გყავთ ან შეიძლება გახდეთ ოთხფეხა მეგობრის მფლობელი. შეიძლება თქვენს სახლში მოვიდეს ვიღაც, ვისზეც გარკვეული პერიოდი ზრუნვა მოგიწევთ.

ქალწული

სიხარულის, სიყვარულის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს, რომ შვილს ელოდება ან მშობელი გახდეს, თუ ასაკით უფროსი შვილები გყავთ, მათგან მიიღოთ კარგი ინფორმაცია. სიახლეები გელით შემოქმედებით ცხოვრებაში. სიამოვნებას მოგიტანთ ჰობი, სპორტი. რომანტიკული ურთიერთობა დაუვიწყებელ თავგადასავალს გპირდებათ. თუ მარტოხელა ხართ, ჩამოწერეთ სურვილი სიყვარულთან დაკავშირებით.

სასწორი

ოჯახი, უძრავი ქონება წინაპრები იქნება მთავარი თემა. ამ ახალმთვარეობამ შეიძლება მოგიტანოთ დიდი სიხარული ნათესავებისგან: ქორწინება, შვილის გაჩენა. სახლში მოსალოდნელია რემონტის დაწყება, ძირეული ცვლილებები ან ხშირი სტუმრიანობა. ან თქვენს სახლში შემოვიდეს ახალშობილი. თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებდით, 13-ში ჩაუთქვით. კარგად წაუვათ საქმეები მათ, ვინც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ ასაკით უფროსი ნათესავები.

მორიელი

გახშირდება ურთიერთობა: მიმოწერა, ზარები, მიმოსვლა. ყველას ერთიანად დასჭირდებით. კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სასწავლო კურსების დასაწყებად, მართვის მოწმობის ასაღებად. ზოგიერთი შეიძლება ავტომობილის მფლობელი გახდეს. და-ძმების თემები გახდება აქტუალური. შეიძლება მათგან მიიღოთ ამბები ან გაიგოთ, რომ უმცროსი და-ძმა გეყოლებათ. მივლინება და დოკუმენტების გაფორმება ყურადღებით გმართებთ. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, გაყიდვები მოიმატებს. ახალმთვარეობის შემდეგ კარგი იქნება ბიზნესის დაწყებაც.

მშვილდოსანი

ცვლილებები შეეხება თქვენს ფინანსებსა და ღირებულებებს. ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩა და თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ცხოვრებას ახლიდან იწყებთ. დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა. ზოგიერთი შეიცვლის ბანკს, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური ან დაიწყოთ მუშაობა. თუ კოლექციონერი ხართ, მიაგნებთ იმას, რაც გსურთ. ზოგიერთს მოგიწევთ ხმით მუშაობა (მომღერალი, სპიკერი, სუფლიორი, გამხმოვანებელი). მიიღებთ ფულს, რომელიც წარსულში გამოიმუშავეთ. თუ მომსახურების სფეროში მუშაობათ, კლიენტები მოგემატებათ ან გააძვირებთ თქვენს საქმიანობას. დაიწყეთ პირადი ბიზნესი. ფულადი ხელშეკრულებები ყურადღებით გააფორმეთ.

თხის რქა

ახალმთვარეობა თქვენთვის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. ჩამოწერეთ ყველა სურვილი და მიზანი, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ ამ მთვარის თვეში და ზოგადად 2021 წელს. იგრძნობთ ახალ ენერგიას, უკეთესობისკენ გარდაისახებით, თითქოს ცხოვრებას ახლიდან იწყებთ. ზოგიერთი ფენიქსივითაც კი აღდგება. მოზომილი, გააზრებული ნაბიჯები გადადგით გამარჯვებისკენ. განსაკუთრებით ბოლო დეკადის თხის რქებმა. ზოგიერთი შეიძლება დაინიშნოს საყვარელ ადამიანზე, მშობელი გახდეს, დაიწყოს სრულიად ახალ სფეროში მუშაობა. ზოგიერთს სიახლეები შეიძლება უკვე დაგეწყოთ კიდეც. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ყველაზე თამამი პროექტები. ყურადღება მიაქციეთ იმიჯს, გარეგნობას, შეიცვალეთ. დაიწყეთ ვარჯიში, შეიცვალეთ გარეგნობა.

მერწყული

პირველი დეკადის მერწყულები ფრთხილად იყავით, მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს; დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეზოტერიკისადმი; სურვილი გაგიჩნდებათ, ესტუმროთ ტაროლოგს, ასტროლოგს. ზოგიერთმა შეიძლება ისეთ პროექტზე დაიწყოს მუშაობა, რომ საკუთარ თავს იზოლაცია მოუწყოს. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს, სარეაბილიტაციო კურსის გავლა, ან მონასტერში მოუნდეს განმარტოება. კარგს შედეგს მოგიტანთ რელიგია, რეიკი, იოგა. გააფორმეთ დოკუმენტები, თუ ემიგრაციაზე ოცნებობთ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვინც თქვენგან შორს ცხოვრებს.

თევზები

სურვილების ასრულების, პოპულარობის, ახლობლების მხარდაჭერის პერიოდი დაგიდგათ. ერთგული მეგობრები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან ან შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები ან ტრანსფორმაცია განიცადონ ზოგიერთთან დამოკიდებულებამ. მოგინდებათ ახალი კოლექტივის შექმნა ან უხელმძღვანელებთ დიდ ჯგუფს, რომლებიც საერთო მიზნით იქნებით გაერთიანებულები. გამორიცხული არაა, გამოხვიდეთ პოლიტიკურ ასპარეზზე ან სცენაზე. ინტერნეტით მოიპოვოთ წარმატება. კარგია თვითრეკლამა, ინტერნეტპროექტებში მონაწილეობა. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტით დაიწყოს სწავლა. ზოგი კი მესამედ დაქორწინდეს. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი სურვილი, აგისრულდებათ. ახალმთვარეობა და ძველით ახალი წელი შეგიძლია მეგობრებთან ერთად აღნიშნოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები