13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

101
SHARE

ვერძი
ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას.

კურო
არც ისე ცუდად გაქვთ საქმე, როგორც წუწუნებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.

ტყუპი
ეს დღე ფრთხილად, ყურადღებით და აკურატულად უნდა გაატაროთ. მოერიდეთ კონფლიქტს, ქირურგიულ ოპერაციებს, თმის შეჭრასაც.

კირჩხიბი
კარგი დღეა სარეკლამო სფეროში მომუშავე კირჩხიბებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან.

ლომი
სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. პარტნიორთან ერთად მოაგვარეთ ოჯახური საკითხები და დაგეგმეთ ბიუჯეტი.

ქალწული
საქმიანი შეხვედრებისას მეტი ყურადღება გმართებთ, რათა მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ. დღის მეორე ნახევარი დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ.

სასწორი
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან, როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. არასასურველია დიდხანს ძილიც.

მორიელი
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები; ნუ დააბანდებთ ფულს. გაუფრთხილდით კუჭს; მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების გასინჯვასა და ალკოჰოლის მიღებას.

მშვილდოსანი
არავის ასესხოთ ფული და არც თავად აიღოთ ვალი. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრების მიმართ.

თხის რქა
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ბიზნესპროექტების განსახილველად. ყველა მნიშვნელოვანი კონტრაქტი 14 იანვრამდე გააფორმეთ.

მერწყული
ფულის დაბანდებამდე კარგად დაფიქრდით, კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან. დაკარგულ ფულს ვეღარ დაიბრუნებთ.

თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან, განსაკუთრებით კოლეგებთან და პარტნიორებთან.

FB კომენტარები

კომენტარი