12 მიზეზი, თუ რატომ არის ლომი საუკეთესო პარტნიორი

ლომი ლიდერია და უყვარს მბრძანებლობა, მაგრამ მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, რომლებიც გაგაოცებთ.
ერთგულია

ლოიალურია. არასდროს იმეგობრებს ვიღაცასთან გამორჩენის გამო. ის აფასებს ნამდვილ მეგობრობას. ლომს შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ის არასდროს დაამცირებს მეგობარს ხალხის თანდასწრებით. ის მუდამ დაიცავს ოჯახის წევრს.

ამბიციურია

ზოგჯერ არარეალურ მიზანს ისახავს და მაქსიმალურად ცდილობს მის მიღწევას, რაც იდეალურად გამოსდის. მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მაგრამ თუ არ გაუმართლებს, კიდევ სცდის, კიდევ და კიდევ, სანამ სასურველს არ მიაღწევს.

საიმედოა

ამბიციურობა მათი მთავარი თვისება არ არის; ლომი საიმედოა – აი, რა არის მნიშვნელოვანი. ლომის გვერდით ნებისმიერი ქალი თავს საიმედოდ დაცულად გრძნობს, ნებისმიერ სიტუაციაში.

თავდაჯერებულობას აგიმაღლებენ

თუ რამე არ გამოგდით, რჩევისა და დახმარებისთვის ლომს მიმართეთ. ის დაგარწმუნებთ, რომ თქვენ წარმატებას მიაღწევთ. თავადაც დაგეხმარებათ ამაში, უბრალოდ, ლომს სურს, მის გვერდით მყოფი ადამიანები ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ. ის გაიძულებთ, ამოქმედდეთ, გააქტიურდეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები.

მათ გვერდით არ მოიწყენთ

მას სურს, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. თუ ოთახში შემოსულს ყურადღებას არავინ მიაქცევს, ის ისეთი სასაცილო ისტორიების მოყოლას დაიწყებს, რომ ყველას ყურადღებას, სიცილსა და შექებას დაიმსახურებს. ნურასდროს ეცდებით გადაამოწმოთ მის მიერ მოყოლილი ისტორიის სიმართლე, “რა მნიშვნელობა აქვს, მართალია თუ არა, მთავარია, რომ საინტერესოა” – აი, მისი პასუხი.

სიცოცხლის მოყვარულია

მუდამ ხალისიანია ან მუდამ ცდილობს, გაიხალისოს ცხოვრება, ახალი შეგრძნებები ჰაერივით სჭირდება. უყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება, მთებში ხეტიალი, ვარსკვლავებზე დაკვირვება, ფრენა, მოგზაურობა. მისი ყოველი დღე ერთი სიახლით მაინც უნდა იყოს დატვირთული. მას არ ეშინია არაკომფორტულ ზონაში მოხვედრის, იგი არ უშინდება ფინანსურ სიდუხჭირეს, იგი მუდამ მზადაა სიახლეებისა და სიცოცხლით ტკბობისთვის.

მუდამ სწამთ სიკეთის, ნათელი მომავლის

ლომი საოცრად ოპტიმისტია. იგი მხიარულებისა და უდარდელობისთვისაა გაჩენილი. არავისი შურს, სწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ასეც არის.

რთული სიტუაციიდანაც პოულობს გამოსავალს

შეიძლება ზოდიაქოს სხვა ნიშნებივით (ქალწული, თხის რქა) ორგანიზებული არ არის, მაგრამ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამარჯვებული არ გამოვა. უყვარს სპონტანურობა და რთული სიტუაციიდანაც კი ლიდერი, ამაყი გამოვა.

გულახდილია

იშვიათად იტყუება, ახლობელ ადამიანებთან კი საერთოდ არა. ლომი საკუთარ თავს არ აკადრებს ტყუილის თქმას. არასდროს ჭორაობს სხვაზე მის ზურგს უკან. თუ რამე არ მოსწონს, ალალად, უშიშრად ამბობს.

კარგი კავშირები აქვს

ყველას იცნობს, ყველას მეგობარია, მაგრამ მეგობრებს ირჩევს. ცუდი მის გვერდით ვერ მოხვდება, მას მხოლოდ საუკეთესო მეგობრები უნდა ჰყავდეს. ადვილად აბამს ადამიანთან ნაცნობობას და უკვე საუბრის დასაწყისში ხვდება, რა ადამიანთან აქვს საქმე. საუკეთესოსთან ურთიერთობას არაფრით გაწყვეტს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რთულ მომენტებში მეგობარი დაეხმარება.

უყვართ მთელი გულით

ლომის ზოდიაქო ადამიანის გულს განაგებს. ყველაფერს, რასაც ლომი აკეთებს, გულით აკეთებს. ვინც უყვარს, მთელი გულით უყვარს. თუ შეუყვარდა, დედოფალი შეუყვარდება, თუ მოიპარავს – მილიონს. არც ერთ სფეროში არ წვრილმანდება.

დაბადების დღის აღსანიშნავად საუკეთესო დროს დაიბადა

ივლისის ბოლო და აგვისტოს დასაწყისი ის დროა, როცა დაბადების დღეს დღესასწაულად აქცევ. ქუჩაში თბილა, მზე ანათებს, ქალაქგარეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად გართობის საუკეთესო საშუალებაა. დღესასწაულის ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, თავად ლომი უნდა იყოს. იგი დღესასწაულისთვის დიდი ხნით ადრე მოემზადება, მეფურ წვეულებას გამართავს, ყველას გამხიარულებას შეეცდება.

წყარო: astrolog.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები