12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასურველია მოახერხოთ განმარტოება სადმე მყუდრო და კომფორტულ ადგილას, სადაც გონებას არ გაგიფანტავთ გამაღიზიანებელი წვრილმანები, ტელეფონის ზარები და ხმაური, მხოლოდ ასე შეძლებთ მშვიდად და წყნარად მოაგვაროთ სამსახურეობრივი პრობლემები.

კურო

დიდად ნუ დაეყრდნობით სხვათა რჩევებს და მოსაზრებებს, სრულიად შესაძლებელია ისინი ცდებოდნენ და მცდარ გზას ადგნენ, შეეცადეთ დაპირისპირების გარეშე უხმაუროდ გააკეთოთ ყველაფერი, თქვენი შეხედულებების მიხედვით.

ტყუპები

თავი შეიკავეთ მძაფრი და კრიტიკული შენიშვნებისგან. შესაძლოა დღეს გაგიჭირდეთ საკუთარი მოვალეობის მშვიდად შესრულება და თავის ხელში აყვანა, მაგრამ შეეცადეთ კეთილგონიერება და ზომიერება შეინარჩუნოთ და სძლიოთ თქვენს ამპარტავნებას.

კირჩხიბი

მოულოდნელობების ალბათობაა, უფრო პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა დაპირისპირებები და უსიამოვნო სიტუაციები, თუ გონირებას მოუხმობთ და ემოციებს მოთოკავთ გამარჯვება თქვენია!

ლომი

ნუ შეუშინდებით გადაწმყვეტი ნაბიჯების გადადგმას, ნურც სპონტანური გადაწყვეტილებებს და თამამად აიღეთ სტარტი მომავლისკენ, იმოქმედეთ, განახორციელეთ ის, რასაც დიდი ხანია გეგმავდით და ცოტაოდენი ავანტიურაც დაამატეთ თქვენს მიზნებს.

ქალწული

სასიკეთოა ქველმოქმედება, იყავით გულმოწყალე, დაეხმარეთ მათ ვისაც თქვენი მზრუნველობა ყოფას გაუფერადებს, გაუმარტივებს და სარგებელს მოუტანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისთვის, თქვენი იღბლიანობისთვის.

სასწორი

შესაძლოა კოლეგებისთვის საჭირო გახდეს თქვენი გამოცდილების გაზიარება, შეეცადეთ გულითადად გადასცეთ მათ მრავალწრლიანი შრომით შეძენილი ცოდნა და უნარები, მეგობრულად დაეხმაერეთ პროფესიული საკითხებსა თუ კვალიფიკაციის ამაღლებაში.

მორიელი

დაივიწყეთ თქვენი ეგოიზმი და იფიქრეთ ახლობელ ადამიანებზე, მეგობრებსა თუ ნათესავებზე. შეესაძლოა ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრი ხართ მათ მიმართ, იქნებ დროა მეტი გაგებით და თანაგრძნობით მოეკიდოთ მათ.

მშვილდოსანი

იყავით ფრთხილად და ყურადღებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მხოლოდ წვრილმანი საქმეებით იქნებით დაკავებული, თუცა დღეს თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა რაიე მისტიკურ შემთხვევასაც ჰქონდეს ადგილი.

თხის რქა

დღეს არ არის სასურველი თქვენს საქმიანობაში სიახლეების შეტანა, საეჭვოა ამგვარი ქმედება სასიკეთო იყოს. სჯობს ყველაფერი უკვე ნაცადი ხერხებით , ნაცადი გზებით აკეთოთ, ისე, როგორ დიდი ხანია მოქმედებთ და კარგად იცით.

მერწყული

კარგად დაფიქრდით და ჩამოყალიბდით რა უფრო მნიშნელოვანია თქვენთვის ცხოვრებაში, ღრუბლებში ფრენა თუ დედამიწაზე მყარად დგომა, იდეალების ძებნა თუ გააზრებულად რეალობაში ცხოვრება. ნუ გაფლანგავთ დროს ფუჭად…იმოქმედეთ!

თევზები

დიდი ალბათობით მოახერხებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თავად შეუქმენით საკუთარ თავს, სასურველია დღეს უფრო მეტად იაქტუროთ ვიდრე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები