12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვპირდებიან ვარსკვლავები – ამას 12 აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზში წაიკითხავთ: 

ვერძი
კონფლიქტური დღე გელოდებათ. ახლობლებთან ურთიერთობა ბევრ უსიამოვნო წუთს მოგიტანთ. გამოიჩინეთ გონიერება მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის დროს. მოერიდეთ უკიდურესობებს. თქვენი გადაჭარბებული სიბრაზე და უხასიათობა შესაძლოა, კარგი ურთიერთობების გაფუჭების მიზეზი გახდეს.

კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, ვალები დააბრუნოთ. თქვენი ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან მიმართებაში შეიცვლება: ისინი უფრო გულწრფელი გახდებიან თქვენ მიმართ. სხვათა შორის, მეგობრები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. დადებითი ან უარყოფითი ნიშანი დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ შეძლებთ ურთიერთობების აწყობასა და განვითარებას.

ტყუპები
მახვილი გონება, შესანიშნავი მეხსიერება და ახლობელი ადამიანების დახმარების სურვილი ფინანსური პრობლემებისგან გიხსნით. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ საკუთარი რესურსები იქ, სადაც საჭიროა და აიღოთ ინიციატივები საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში დიდი შემოსავალი გელოდებათ.

კირჩხიბი
ამ დღის გააზრება ისე მოგიწევთ, თითქოს ვულკანზე ცხოვრობთ. ეს, შესაძლოა, საინტერესოც იყოს, მაგრამ ამგვარი ვნებების კორიანტელის შეკავება არც ისე მარტივია. მოგიწევთ შეეგუოთ იმ აზრს, რომ სიყვარულში ყოველთვის ყველაფერი მშვიდად და წყნარად არ არის.

ლომი
პლანეტების განლაგება სიყვარულსა და კარიერაში წარმატებას გპირდებათ. სწორედ ამ მიზნისკენ მიიწევდით ბოლო დროს. ეს დღე წარმატებული იქნება ჟურნალისტებისთვის, მსახიობებისთვის, პოლიტიკოსებისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, ამ დღეს შესანიშნავად შეძლებთ ქორწილის ან დაბადების დღის წვეულების ორგანიზებას.

ქალწული
საკუთარი დღის ორგანიზება გაგიჭირდებათ. დროის უკმარისობა, უადგილო მოწყენა, წვრილმანებზე კამათი ხასიათს ნებისმიერს გაუფუჭებს. „ატმოსფეროს გასავარჯიშებლად“ წინასწარ ზომების მიღება საჭირო არ არის. ვარსკვლავები არ გირჩევენ სისწრაფეს. სთხოვეთ ახლობლებს პატიება, თქვენც აპატიეთ და შვებას დაუყოვნებლივ იგრძნობთ. კარგი გამოძინება – აი, რა გჭირდებათ 12 აპრილისთვის.

სასწორი
ამ დღეს ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობით ვერ დაიტრაბახებთ. თქვენს ცხოვრებაში ზომიერად იქნება სიხარულიც და წყენაც, სიმშვიდეც და შფოთვაც. ვარსკვლავები არ გირჩევენ გაერთოთ ან თავი საქმეებიდან არ ასწიოთ. ყველა საქმეში ზომიერება დაიცავით.

მორიელი
მიუხედავად სიმკაცრისა, გულში ღრმა გრძნობა შემოგეპარებათ, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს იმდენად გადაატრიალებს, რომ საქმეებსა და მატერიალურ კეთილდღეობას დაგავიწყებთ. გახსოვდეთ, რომ უძილო ღამეების, ცრემლებისა და სულიერი ტკივილის დროც მოვა. გაუგებს კი თქვენი შეყვარებული თქვენს წმინდა სულს?

მშვილდოსანი
გადატვირთვა და საკუთარი ძალების არარაციონალური გამოყენება სტრესისა და დაავადებების მიზეზი გახდება. გადაღლილობა თქვენს ძილზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დროს მიიღოთ დამამშვიდებელი აბაზანა და ძილის წინ გაიკეთოთ ზურგის მასაჟი.

თხის რქა
ამ დღეს შესანიშნავ, მგრძნობიარე პარტნიორს შეხვდებით. შეყვარებული ადამიანის ამპლუაში ყოფნა მოგეწონებათ და სურვილი გაგიჩნდებათ, საყვარელ ადამიანს ცხოვრებაში საუკეთესო მისცეთ. გრძნობებს ოდნავ უხეშად გამოხატავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სინაზე გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მერწყული
შესანიშნავი დღეა მოგზაურობებისა და მივლინებებისთვის, სწავლისთვის და ინტელექტუალური შრომისთვის. თუკი მთელი ცხოვრება წიგნის დაწერაზე ოცნებობდით, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ოცნება მალე აგიხდებათ.

თევზები
თევზების უმეტესობის ხასიათის ნეგატიური შტრიხები (ზედმეტად მგრძნობიარობა, სიფიცხე, შფოთვა, კონფლიქტები) შექმნილი გაუგებრობის უმთავრესი მიზეზი გახდება. სულიერი განწყობა ხელს შეგიშლით ადეკვატური რეაგირება მოახდინოთ ნათესავებისა და ნაცნობების სიტყვებზე. შეეცადეთ, საკუთარი თავი მუშაობით არ გადაღალოთ. თქვენთვის აუცილებელია მზრუნველობა და თანაგრძნობა – ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. რელაქსაციის ნებისმიერი ფორმა დაგეხმარებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები