12 წლის ბიჭს გადასარჩენად, წყალქვეშ, 9 წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ (ვიდეო)

745
SHARE

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში შემთხვევა მოხდა, რომელიც შესაძლოა ტრაგედიად გადაქცეულიყო. 12 წლის ბიჭი დახურულ აუზში, მილში აღმოჩნდა. მომხდარი სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. ინფორმაციას და კადრებს ამერიკული გამოცემა „მირორი“ ავრცელებს. ორი ბიჭი აუზში ონავრობდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი მახეში გაება და წყლის ქვეშ გაუჩინარდა. ის მთელი ძალით ცდილობდა ამოსვლას, მაგრამ წნევა ზედმეტად ძლიერი იყო. მის დასახმარებლად სხვა დამსვენებლები გამოიქცნენ, გამოიძახეს მაშველებიც, მათ მოსვლამდე კი წყლის ქვეშ ხელოვნურად ასუნთქებდნენ, რათა არ დამხრჩვალიყო.
სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე მოვიდა. მათ მოახერხეს ბავშვის ამოყვანა. რამდენიმე წამიანი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბიჭუნას მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

FB კომენტარები

კომენტარი