12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

72
SHARE

ვერძი
თქვენს მოსაზრებებს ყურადღებას მიაქცევენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე კოლეგები. კარგი დღეა პოზიციების გასამყარებლად, ახალი პროექტებზე სამუშაოდ. გაგიმართლებთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

კურო
აქტიური მოქმედებების დღეა. ჩაერთეთ მუშაობაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან და კოლეგებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
აქტიური დღეა. მოსალოდნელია საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, თუმცა, მოერიდეთ უსაფუძლო საუბრებს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები “ცივი გონებით” მიიღეთ.

კირჩხიბი
საქმეებში წარმატება გელით. ახალი იდეები უფროსთან და კოლეგებთან ერთად განიხილეთ. კარგად ჩაივლის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

ლომი
საქმიანი შეხვედრების დღეა, ბევრ საინტერესს
გაიგებთ. კარგი დღეა ინფორმაციების, ცნობების შესაგროვებლად. საღამო, მეგობრებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
დილიდან ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ დღეს. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. საკუთარი თავი კი ხშირად შეაფასეთ ობიექტურად.

სასწორი
საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალში ან საქმიანი, ან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება. კარგი დღეა ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად.

მორიელი
მთელი დღე სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. უფროსის დაფასება გელით, ოჯახის წევრებისგან – მზრუნველობა და სითბო. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
ენერგიული ხართ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაპროგრამირებლად. ნერვულ დაძაბულობას ვარჯიში მოგიხსნით. თუმცა, მოერიდეთ, ტრავმირებას.

თხის რქა
საშუალება მოგეცემათ საკუთარი შესაძლებლობები სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოთ. კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და ახალი წამოწყებებისთვის.

მერწყული
მეტი დრო და საშუალება მოანდომეთ პირად განვითარებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, დაწყვილებულებს – ურთიერთობის გაუმჯობესება.

თევზები
შეხვედრების, პირად და საქმიანი ზარების დღეა. დილიდან ჩამოწერეთ დღის გეგმა. კარგი დღეა უცხო ენების, მანქანის ტარების კურსებზე ჩასაწერად. პაემანი სიყვარულისა და რომანტიკის ატმოსფეროში ჩაივლის.

FB კომენტარები

კომენტარი