11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

274
SHARE

ვერძი

პრაქტიკული საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ბრმად ნუ ენდობით მოსმენილს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ზოგიერთს საღამოს მხიარული წვეულება ელის.

კურო 
დილა საბუთების გაფორმებას, უფროსთან ახალი იდეების განხილვას დაუთმეთ. თქვენი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გაფრთხილდით, მოსალოდნელია მცირე ქურდობა, ფულის დაკარგვა.

კირჩხიბი
გაერკვიეთ პოლიტიკურ საკითხებში, ინფორმაციებში. შეიძლება მოგეძალოთ მოგზაურობის სურვილი. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ. განიხილეთ ცხოვრება, ინტერესები

ლომი
ფინანსური საკითხების მოგვარებას დილა დაუთმეთ. შუადღიდან შეხვედრები და მოლაპარაკებები გელით. კარგი დღეა, რათა მეგობრების სიიდან ამოშალოთ აფერისტები და მატყუარები.

ქალწული
ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ ენდობით რეკლამას. ეცადეთ, მეგობრებისგან კარგი თვისებები გადაიღო და არა მავნე ჩვევები. საღამოს შეიძლება უცხო გარემოში, წრეში აღმოჩნდეთ.

სასწორი 
შეიძლება სახლიდან შორს მოგიწიოთ გამგზავრება. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ გეგმა, იდეები. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინტელექტუალური ტრენინგებისთვის.

მორიელი
შეხვედრების, საუბრების დღეა. საყვარელ ადამიანთან გაარკვიეთ თქვენთვის ყველა მტკივნებული საკითხი. საღამოს დრო ახალ კოლეგებთან ერთად გაატარეთ, ახლოს გაიცანით ისინი და განიხილეთ მიმდინარე პროექტები.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ დოკუმენტების განხილვას, საბუთების გაფორმებას. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმის დაჭერას. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია.

თხის რქა
შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. კარგად გაანალიზეთ ყოველი მომდევნო ნაბიჯი. კარგი დღეა ვირტუალური მიმოწერისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული
დილით სამსახურის საქმეები და ვალდებულებები მოაგვარეთ, რათა საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა შეძლოთ. შეიძლება ახალმა, აზარტულმა თამაშმა გაგიტაცოთ. რომანტიკულ განწყობაზე დადგებით.

თევზები
თუ რაიმეს გაკეთება გსურთ, ნუ დააყოვნოთ, უფრო მეტად გაატიურდით სასურველის მისაღწევად. საღამოს შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ; გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. ეცადეთ, არავის გაუმხილოთ გულის ნადები

FB კომენტარები

კომენტარი