10 ფსიქოლოგიური ხრიკი ბარიერების საიდუმლოები

წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს.

1. როცა ჯგუფში რამდენიმე ადამიანი იცინის, ყველა ინსტიქტურად უყურებს იმას, ვინც ძალიან მოსწონს ან იმას, ვინც უნდა, რომ გახდეს მისი ახლობელი ადამიანი.

2. თუ გაქვთ მნიშვნელოვანი საქმე და ნერვიულობთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინა. ეს მოგიხსნით დაძაბულობას, რადგანაც ქვეცნობიერად, საკვების მიღების მომენტი ჩვენი ორგანიზმისთვის ასოცირდება შფოთვის დამარცხებასთან.

3. თუ ვიღაც გიყვირით, აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ამით უფრო გააღიზიანოთ ოპონენტი, თუმცა, მერე მას სინდისი შეაწუხებს.

4. თუ მოსაუბრის პასუხი არ არის სრული და თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ის ტყუის/გიმალავთ სიმართლეს, თუმცა, არ ეძიებით – შეხედეთ მას თვალებში. ის იგრძნობს დისკომფორტს და გააგრძელებს საუბარს.

5. საინტერესოა, რომ არა მარტო ემოციები მოქმედებენ მიმიკაზე, არამედ მიმიკაც ემოციებზე. თუ გინდათ დადგეთ კარგ ხასიათზე, ნუ შეკრავთ წარბებს და გაიღიმეთ.

6. მაქსიმალურად ეცადეთ ამოიღოთ ლექსიკონიდან ფრაზები ”მე მგონია, რომ” და ”მე ვფიქრობ, რომ”. მოსაუბრის ქვეცნობიერ დონეზე ეს ბადებს თქვენდამი უნდობლობას.

7. ყოველ მნიშვნელოვან გასაუბრებამდე წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი თქვენი დიდი ხნის მეგობარია. ასე თქვენ უფრო თავისუფალი იქნებით და ნაკლებს ინერვიულებთ.

8. თუ მოსაუბრე გამუდმებით ისწორებს შარვალს, კაბას, ქამრის ბალთას, ე.ი. მას ძალიან ცუდი ძილი აქვს და კოშმარები აწუხებს.

9. თუ ნერვიულობთ საუბრისას/პრეზენტაციისას, მარჯვენა ხელის დიდი თითით მასაჟის მაგვარი მოძრაობები გააკეთეთ მარცხენა მაჯაზე.

10. ჩხუბშიც კი ნუ აუშვებთ ემოციებს. თუ ოპონენტი ყვირის, ჩხუბობს, შეეცადეთ დაბალი ხმით, მშვიდი ტონითა და ნეიტრალური სახის მიმიკით ჰკითხოთ თუ რატომ ყვირის? ის მალევე გაჩერდება, ამით კი თქვენ შეძლებთ დომინირებას ოპონენტზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები