10 უცნაური ფაქტი ქალის სხეულის შესახებ

1. დილაობით ცუდად ყოფნა კარგია მომავალი დედებისთვის. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულობის დროს დილაობით უსიამოვნო სიმპტომები კარგია მომავალი დედის ჯანმრთელობისთვის, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იმ ნივთიერებებს “ებრძვის”, რაც საზიანოა როგორც დედის, ასევე ბავშვისთვის. ამავდროულად, ბავშვებიც უფრო ძლიერები და ჯანმრთელები იბადებიან. 2. ქალებს უკეთ ესმით მაღალი სიხშირის ხმები. ქალებს ბევრად უკეთ ესმით მაღალი სიხშირის ხმები. დედას შეუძლია მხოლოდ 1 კვირის დაბადებული ბავშვის ტირილიც კი გაარჩიოს სხვა ბავშვების ხმებისგან. ეს ნიჭი არა მარტო ეხმარება ქალებს იყვნენ კარგი დედები, არამედ მათ უკეთ შეუძლიათ ამოიცნონ ტყუილი, რადგან ტყუილის დროს ადამიანებს ეცვლებათ ხმის სიხშირე, რასაც ქალები განსაკუთრებით კარგად იგებენ.

3. ქალები უფრო “ტვინიანები” არიან. მართალია მამაკაცის ტვინი ზომაში უფრო დიდია, მაგრამ ქალები სტატისტიკურად 3%-ით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ინტელექტუალურ ტესტებში. ცნობილი ფაქტია, რომ ქალებს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლიათ. ეს გამოწვეულია მათი ტვინის სტრუქტურიდან. მამაკაცების ტვინი ზომაში უფრო დიდია, სამაგიეროდ, ქალების ტვინის ზედაპირის ფართობია მეტი და 30%-ით უფრო მეტადაა ნერვებთან დაკავშირებული, ვიდრე მამაკაცების. 4. X ქრომოსომა კარგი იმუნიტეტის ნაწილია. გენტის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იქს ქრომოსომა, რომელიც პასუხისმგებელია შობადობასთან, ასევე დაკავშირებულია ძლიერ იმუნიტეტთან. სწორედ ამიტომ, ქალებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 5. ქალები ავადმყოფობას უკეთესად იტანენ. მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევართა ცენტრში აღმოაჩინეს, რომ “ქალური” ჰორმონი ესტროგენი პასუხისმგებელია შეებრძოლოს ორგანიზმში ანთებით პროცესს. რაც ნიშნავს, რომ ქალის ორგანიზმი გაცილებით მარტივად იტანს ავადმყოფობას. ესტროგენი ასევე ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას და სწორედ ამიტომ, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. 6. პრე-მენსტრუალური სიმპტომები ასაკთან ერთად იცვლება. პრე-მენტრუალური სიმპტომები ქალებს ძირითადად გარდატეხის ასაკიდან 40 წლამდე აწუხებთ, რადგან ამ პერიოდში ხდება ყველაზე დიდი ჰორმონალური ცვლილებები. სიმპტომები მოიცავს, თავის ტკივილის, კანის ცვლილებას, მათ შორის აკნეს, შეშუპებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. ასევე, დაღლილობის შეგრძნებასა და ნერვულ დაძაბულობას. 7. ქალის მკერდი სხვადასხვა ზომისაა. მსოფლიოში ქალების ძალიან ცოტა რაოდენობას აქვს ორივე მკერდი ერთი და იგივე ზომის. ძირითად შემთხვევაში, ერთი მკერდი ზომით უფრო დიდია, ვიდრე მეორე. 8. ქალის ტვინი საკვებსა და საპირისპირო სქესს ერთნაირად აღიქვამს. ქალის ტვინში ერთი და იგივე ნაწილია პასუხისმგებელი აღგზენებადობაზე საჭმლისა და პარტნიორის მიმართ. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ორსულობისას ქალების დამოკიდებულება საჭმლის მიმართ. 9. კონტრაცეპტივები გარეგნობაზე აისახება. . მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მამაკაცები ხშირად გაუაზრებლადაც კი ირჩევენ ჯანმრთელ და ნაყოფიერ ქალებს, მიუხედავად იმისა სამომავლოდ ფიქრობენ თუ არა ბავშვების ყოლაზე. კონტრაცეპტივებში შემავალი მამაკაცური ჰორმონები ქალურობისა და მიმზიდველობის დაკარგვას უწყობს ხელს. შესაბამისად, ქალები რომლებიც რეგულარულად იღებენ კონტრაცეპტივებს ,მამაკაცებისთვის ნაკლებად მიმზიდველები ხდებიან. 10. ქალის სხეული უფრო დაბალი ტემპერატურის მატარებელია. მეცნიერების თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებს მამაკაცებზე მცირე კუნთოვანი მასა და მეტი ფართობი აქვთ, შესაბამისად სითბოც უფრო დიდ ფართობზე იფანტება სხეულში.

კომენტარები

სხვა სიახლეები