აბეზარ კოღოებს შეუძლიათ გაგიფუჭონ ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე. ეს პაწაწინა სისხლისმსმელები სტიქიური უბედურების ტოლფასნი არიან. მათგან დამალვაც ზოგჯერ იოლი არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ განდევნოთ კოღოები ისე, რომ არ “შეგჭამონ“.
1. არომატული ზეთები
ყველაზე ეფექტური ზეთები მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად არის: კატაბალახის, ევკალიპტის, პიტნის, ჩაის ხის, ანისულის, მიხაკის ზეთები. გამოყენება: დაასველეთ ბამბა თქვენ მიერ შერჩეულ ზეთში და დაიდეთ საწოლთან ახლოს თაროზე ან ტუმბოზე. ასევე რამდენიმე წვეთი ჩააწვეთეთ ნელსაცხებელში (რომელსაც იყენებთ ყოველდღიურად), კარგად აურიეთ და ღია ადგილებში წაისვით.
2. ოთახის მცენარეები
პიტნა და როზმარინი ოთახის მცენარეებია, რომლებიც თავისი მძაფრი არომატით აფრთხობს კოღოს.
3. ლიმონი და მიხაკის ყვავილი
გაჭერით ლიმონი შუაზე, ჩაარჭეთ შიგნით მიხაკის რამდენიმე გამხმარი ყვავილი. დადეთ საწოლის ახლოს და მშვიდად დაიძინეთ ღია ფანჯარაში.სასიამოვნო სუნი და და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ!
4. თვითნაკეთი საჭერი კოღოებისთვის
დაგჭირდებათ 1გრამი საფუარი; 200მლ წყალი; 50 გრ შაქარი; პოლიეთილენის ბოთლი. გადაჭერით ბოთლი იმ ადგილას, როგორც მითითებულია სურათზე. ჩაასხით წყალი, შეურიეთ შაქარი და წყალი და დაუმატეთ საფუარი. ბოთლის ზედა მხარე ჩადეთ
მსგავსი სიახლეები
მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ
მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ
თუ ბავშვს კოღომ უკბინა…
თუ ბავშვს კოღომ უკბინა…
მეორე გადაჭრილ ნაწილში ამოტრიალებულად ისე, რომ არ ეხებოდეს წყლის ზედაპირს. გარედან შემოახვიეთ მუყაოს ქაღალდი. ნარევი გამოყოფს ნახშირორჟანგს და იზიდავს კოღოს.
5. ველური ალუბლის და კენკრის ფოთლები
თუ იმყოფებით ქუჩაში, საკმარისია ღია ადგილებზე წაისვათ ველური ალუბლის ფოთლები და კოღო აღარ შეგაწუხებთ.
6. ხახვი და ნიორი
გამოცდილი საშუალება ნაკბენის ადგილზე- გაჭრილი ხახვისა და ნიორის დადება.რაც შეეხება ნიორს, 1 კბილი დაჭყლიტეთ და შეურიეთ მცირე რაოდენობით წყალს რომ მიიღოთ ფაფის კონსისტენცია. დოლბანდით დაიდეთ ნაკბენზე.
7. გირჩები
ბუნებაში კოღოების წინააღმდეგ „საბრძოლველად“ გამოგადგებათ ნაძვის გირჩები. ჩააგდეთ ცეცხლში და სუნი გაფანტავს აბეზარ მწერებს.
8. სოდა
შეურიეთ 3 ჩაის კოვზი სოდა 1 ჩაის კოვზ წყალს. მიღებული ნარევი დაიდეთ ნაკბენზე – გაშრობამდე.
9. ლიმონის წვენი
ნაკბენი ადგილი დაიმუშავეთ ლიმონის წვენით.
10. კოვზი
ცხელ წყალში ჩადეთ კოვზი და დაიდეთ ნაკბენზე. კოვზი დააჭირეთ კანს მჭიდროდ, სანამ კოვზი არ გაცივდება. შემდეგ ისევ ჩაყავით ცხელ წყალში. გაიმეორეთ რამდენჯერმე და სიწითლე და შეშუპება გაივლის.
წყარო: http://www.mshoblebi.ge