10 რჩევა როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და როგორ მივიქციოთ მამაკაცების ყურადღება

ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ როცა გავიზრდებოდი და ქუჩაში გავივლიდი ყველას ჩემთვის შემოეხედა. მსურდა, რომ ეფიქრათ: ,, რა ლამაზი გოგონაა!” მერე ასაკი მომემატა… მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ხდება.
ვიყოთ გულახდილები, ყველა ჩვენგანი ოცნებობს, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეს. აი რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ:
ხშირად გაიღიმეთ
ჩემს ერთ მეგობარს არც თუ ისე იდეალური კბილების წყობა აქვს, რაც აკომპლექსდებდა მას. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა საერთო ნაცნობმა ბიჭმა მითხრა, რომ მის ღიმილზე გიჟდება. ღიმილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს თქვენ უფრო მეგობრული და ურთიერთობებისთვის ღია ჩანხართ.
მიხედეთ თმას
თქვენი თმა თქვენი გვირგვინია. იხმარეთ თმის ნიღბები, რომ იგი იყოს მბზინვარე და ჯანსაღი.
ჩაიცვით გემოვნებიანად

აღიარებული ფაქტია, რომ სამოსი ადამიანის სავიზიტო ბარათია. შეიძლება მოდაში იყოს შარვალი, რომელიც თქვენს აღნაგობას არ უხდება, ამ შემთხვევაში არ უნდა მიჰყვეთ მოდას ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩაიცვით გემოვნებიანად და კომფორტულად. როდესაც ადამიანი შემოგხედავთ არ უნდა იფიქროს, რომ ან მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა გაქვთ, ან კარგი მეგობარი არ გყავთ, რჩევა რომ მოგცეთ.
ეკონტაქტეთ თვალებით

მზერით თქვენ სიგნალების გადაცემა შეგიძლიათ. თუ ვინმე დაგაინტერესებთ აუცილებელი არ არის იმწუთასვე დიალოგი წამოიწყოთ მასთან. ეკონტაქტეთ თვალებით.
ყურადღება მიაქციეთ თქვენი სიარულის მანერას
სიარულისას იყურეთ წინ და არა – ქვემოთ. გაიმართეთ მხრებში და რაიმე სასიამოვნოზე იფიქრეთ. არ გადადგათ არც ძალიან პატარა და არც დიდი ნაბიჯები, იპოვეთ ოქროს შუალედი.
იზრუნეთ სურნელზე
საზოგადოებისთვის მიუღებელია აყროლებული ადამიანები. ეს ჩვენი თქმის გარეშეც იცით. ცუდი სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიგიენის ნორმების დარღვევით ან სუნამოს გადაჭარბებული გამოყენებით. ნუ დაცლით ერთ კოლოფს სახლიდან გასვლამდე.
მოეშვით
დაძაბულობა ყოველთვის აისახება თქვენს ქცევაზე, მაშინაც კი თუ არაჩვეულებრივი მსახიობი ხართ. თქვენთან ურთიერთობა მაშინ უფრო ადვილია, როდესაც მოშვებული ხართ და ბუნებრივად გიჭირავთ თავი.
იხუმრეთ
მსუბუქი იუმორი ადაპტაციაში დაგეხმარებათ და საზოგადოებისთვის სასურველ პიროვნებად გაქცევთ.
ნუ ილაპარაკებთ ბევრს საკუთარ თავზე
თუ გსურთ რომ დიალოგი შედგეს, მოსაუბრეზე საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანის შთაბეჭდილებას ნუ დატოვებთ. ცოტა მოყევით თქვენზე და ბევრი შეკითხვა დაუსვით მას.
ატარეთ ხალისიანი ფერების სამოსი
ღია ან ჭყეტელა ფერები თვალს იზიდავს, შესაბამისად ხალხი შეგამჩნევთ და იფიქრებს რომ პოზიტიური ხართ.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები