10 რამ, რაც მამაკაცს ქალის სახეზე ყურებისას აგიჟებს

თუკი მამაკაცი დიდხანს გაკვირდება სახეზე, ესე იგი, მას უეჭველია, რომ მოსწონს: 1. შენი ჭორფლი სახეზე. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ ჭორფლიანი სახე, მაგრამ ესენი, ძირითადად, ის გოგონები არიან, რომელთაც საკუთარი სილამაზის არ სწამთ… არადა, სულ ტყუილად. 2. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, კიდევ ერთი, რითიც მუდამ აღფრთოვანებული იქნება მამაკაცი – ეს შენი თვალებია. სხვა შემთხვევაში, არ დაიწერებოდა მათზე ამდენი ლექსი და სიმღერა. 3. ჩაღრმავებები შენს ლოყებზე, რომლებიც ვერ ტოვებს მას გულგრილს, როცა შენ იცინი. 4. წარბებს შორის ნაოჭი, როცა სახეს იჭმუხნი. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ იბღვირებოდე, იყო გაბრაზებული, ან მოწყენილი, მაგრამ როცა ფიქრისგან ხარ შეჭმუხნილი, ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი ხარ. 5. შენი ტუჩები და განსაკუთრებით მაშინ, როცა დროგამოშვებით კბენ ქვედა ტუჩს, მაგალითად, კითხვისას. ეს ძალიან სექსუალურია. 6. შუბლზე ჩამოყრილი თმა. ის გიჟდება შენი სახიდან თმის გადაყრაზე. ეს ჟესტი სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა: “რა ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ”. 7. შენი სიბრაზისგან შეჭმუხნილი სახის ყურება… რა თქმა უნდა, მაშინ არა, როცა ძალიან გაბრაზებული ხარ და როცა მას პრობლემები ექმნება (ამიტომაც არის, რომ ხშირად მათ უყვართ ჩვენი გაბრაზება). 8. როგორ გინათდება სახე, როცა რთული და დამღლელი დღის შემდეგ მას დაინახავ. 9. შენი მზერა მაშინ, როცა ერთმანეთის კოცნას აპირებთ. 10. შენ… სხვაგვარად ის არც შენს ჭორფლს დააკვირდებოდა და არც ლოყებზე ნაჩვრეტებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები