მაშ ასე, რატომ უნდა გვიყვარდეს კურო:
1. ვნებიანი საყვარელია – დიახ, დიახ კუროები მორიელებსაც კი არ უდებენ ტოლს სექსუალური აქტივობის კუთხით.
2. მიზნისკენ უკანმოუხედავად მიიწევს – მისი შემართება, მოთმინების უნარი და პრინციპულობა ყოველთვის იმსახურებს აღტაცებას.
3. გაწონასწორებული და მშვიდია – რთულ სიტუაციებში კუროს სიმშვიდე და გამძლეობა სხვებსაც აძლევს იმის რწმენას, რომ ყველაფერი
აუცილებლად კარგად იქნება.
4. უზომოდ ერთგულია – არ აქვს მნიშვნელობა საქმიანობაა ეს, საკუთარი ოჯახი თუ ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობს. კურო ბუნებით ერთგული ადამიანია და ეს სხვებისთვისაცაა მაგალითი.
5. თავისიანებს ჭირშიც და ლხინშიც ერთნაირად გაიტანს – ახლობელ ადამიანს კურო ნებისმიერ შეცდომას აპატიებს და გვერდში დაუდგება. მას ყოველთვის მოეძებნება ადგილი თავის გულში მეგობრებისთვის.
6. თავგანწირული და ერთგული მეგობარია – კურო ძნელად უახლოვდება ხალხს. სამაგიეროდ, თუკი მას თქვენი მეგობრაი ჰქვია, იცოდეთ, იგი არასოდეს მიგატოვებთ ძნელბედობის ჟამს.
7. სულით პოეტი და რომანტიკოსია – როცა ახლოს გაიცნობთ მიხვდებით, რომ ამ ადამიანში პრაქტიკული იდეალისტი ცოცხლობს.
8. სილამზეს აფასებს და ესმის “ცხოვრების გემო” – მისი სიყვარული სიცოცხლის მიმართ გადამდებია.
9. გულუხვი და კეთილია – თავისიანებისთვის კურო სულსაც კი გაიმეტებს.
10. “დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს” – კუროს პრაქტიკულობა აღტაცების ღირსია. ის არასოდეს აშენებს ოცნების კოშკებს. სამაგიეროდ, ყოველთვის აქვს სტაბილურობა ცხოვრებაში.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge