10 ბრძნული რჩევა მსოფლიოს პირველი მილიარდერი მამაკაცისგან

ჯონ როკფელერი მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მილიარდერი მამაკაცი. მის მიერ შექმნილი უმსხვილესი კომპანიაა Standard Oil, რომელსაც ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა.

Adami.ge წარმოგიდგენთ ჯონ როკფელერის 10 ბრძნულ რჩევას:

1 – მირჩევნია, რომ შემოსავალი მივიღო ასი ადამიანის ძალისხმევის 1%-იდან, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის 100%-დან.
2 – ვინც მთელი დღე მუშაობს, მას ფულის საშოვნელი დრო არ აქვს.
3 – გამოიმუშავეთ რეპუტაცია და ის თქვენთვის იმუშავებს.
4 – შეუპოვრობის საფუძველზე ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
5 – ხუმრობა და ფულის სესხება აუცილებელია, მოულოდნელად მოხდეს.
6 – ადამიანებთან ურთიერთობის უნარი – ეს საქონელია, რომლის ყიდვა ისევე შეიძლება, როგორც ვყიდულობთ ყავასა და შაქარს. ამ უნარისთვის მზად ვარ, გადავიხადო იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვაში.
7 – მე არ მჭირდება მოაზროვნე ხალხი, მე მჭირდება მომუშავე ხალხი.
8 – მე არ ვიცი იმაზე უფრო საწყალი ადამიანი, ვიდრე ის, რომელიც მთელ დროს უთმობს ფულის კეთებას ფულისთვის.
9 – ნუ შეგეშინდებათ დიდი ხარჯების. უნდა გეშინოდეთ მცირე შემოსავლების.
10 – იცით, რა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას? იმის დანახვა, როგორ მოაქვს ჩემს ძალისხმევას დივიდენდები.

წყარო: www.adami.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები