10-წლიანი პაუზის შემდეგ, “რამშტაინი” სკანდალური სიმღერით დაბრუნდა (+18 ვიდეო)

87
SHARE

10-წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანული როკჯგუფი “რამშტაინი” სკანდალურად დაბრუნდა. ჯგუფმა ახალი, მეშვიდე ალბომის პირველი სინგლი გამოუშვა. 9-წუთიან ვიდეოს, რომლის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა, ამ დროისთვის, youtube-ზე, თითქმის, 6 მილიონი ნახვა აქვს. კლიპში გამოყენებული კადრების გათვალისწინებით, ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული. “დოიჩლენდ” – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის კლიპშიც როკჯგუფ “რამშტაინის” წევრებმა გერმანიის ისტორიული ფაქტები გააცოცხლეს და სხვადასხვა როლი მოირგეს. ვაიმარის რესპუბლიკა, ნაცისტური და კომუნისტური გერმანია – ამ ისტორიული მომენტების “რამშტაინისეული” ინტერპრეტაციის პარალელურად, როკჯგუფის წევრები გერმანიისადმი ერთდროულად არსებული სიყვარულისა და ზიზღის გრძნობაზე მღერიან.

FB კომენტარები

კომენტარი