10 საუკეთესო საბავშვო სასმელი სახლის პირობებში

565
SHARE

1. ნაყენი
ჩირი ან ნედლი ხილი მოათავსეთ თერმოსში და დაახით მდუღარე წყალი. 8-12 საათის შემდეგ გაწურეთ და არაჩვეულებრივ სასმელს მიიღებთ. თუ თერმოსი არ გაქვთ, წყალში ჩაყრილი ხილი მხოლოდ ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. გაგრილებაც აცადეთ და შემდეგ გაწურეთ. თუმცა შეიძლიათ ხილიანადაც მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე გრილი. სასურველია, თუ შაქარს არ დაამატებთ.

2. კოქტეილი
ბლენდერში მოათავსეთ 300 მლ რძე, 100 მლ ნაყინი, 1/2 ჩ.კ. შაქარი, 1 ბანანი და ათქვიფეთ. მთავარია, ბავშვს რძეზე ალერგია არ ჰქონდეს.

3. კისელი
მოხარჩეთ კომპოტი ხმელი ან ნედლი ხილისგან. დაამატეთ გაზავებული სახამებელი (პროპორციით 1-1,5 სუფრის კოვზი 4 ჭიქა სითხეზე) და დადგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, 2-3 წუთში გადმოდგით.

4. მაწონი
ის საუზმისას ძირითად კერძადაც გამოგადგებათ.დასალევად რომ მოსახერხებელი იყოს, რამდენიმე წამით დაატრიალეთ ბლენდერში ან მიქსერით ათქვიფეთ. არომატისთვის შეგიძლიათ მურაბის წვენიც დაამატოთ.

5. სმუზი
ბლენდერში მოათავსეთ რომელიმე რძის ნაწარმი (ან ერთმანეთში აურიეთ მაწონი, რძე, არაჟანი), დაამატეთ ბანანი ან კენკრა და ათქვიფეთ. უფრო ბლანტი კონსისტენციისთვის შეგიძლიათ ნაღებიც დაამატოთ.

6. ნატურალური წვენი
ამისთვის მხოლოდ ხილის წვენსაწურში გაწურვა მოგიწევთ. ან ეს მეთოდიც შეგიძლიათ სცადოთ:

მოათავსეთ ხილი (ვაშლი, ქლიავი, ბანანი) და შაქარი ბლენდერში და ათქვიფეთ. დაამატეთ წყალი და ისევ ჩართეთ მოწყობილობა. წვენი მზადაა.

7. კომპოტი
ჩვეულებრივი რეცეპტები უფრო მიმზიდველი გამოვა, თუ ერთ-ორ ახალ ინგრედიენტს დაამატებთ. მაგალითად, ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერს, დარიჩინის ციცქნა ჩხირს ან პიტნის ღეროს.

8. ბურახი
გამოაშრეთ ღუმელში ნაჭრებად დაჭრილი 1 კგ ცეხვილი პური. მიღებული ორცხობილა ჩაყარეთ ემალის ქვებში, დაასხით 8-10 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3-4 საათის განმავლობაში.
გაწურეთ. დაამატეთ 25 გრ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი, დააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 5-6 საათის განმავლობაში. ისევ გაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში და 2-3 დღეში მზად იქნება.

9. ლიმონათი
ეს სასმელი ბავშვებს 2-3 წლიდან მიეცით. მომზადეთ ნებისმიერი ხილის წვენი (ვაშლი, ატამი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი) და ფრთხილად დაამატეთ ძლიერგაზირებული წყალი. გაანაწილეთ ბოთლებში, თავი დაახურეთ და შედგით მაცივარში. დალევის წინ შეანღიეთ და ფრთხილად გახსენით.

10. ჩაი
ყველაზე ტრადიციული და ბავშვებისთვის ასე ნაცნობი. შემოდგომით ხშირად დაალევინეთ. უკეთესია, თუ ბალახეულისგან მოამზადებთ (გვირილა, პიტნა, ტავშავა, ჟოლო, მოცვი, მოცხარი და ა.შ.).

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი