10 ვარსკვლავი, რომლებსაც ადრე გარეგნობის გამო კასტინგებზე იწუნებდნენ

281
SHARE

დღეს, როდესაც ცნობილ ადამიანებს ეკრანზე ვუყურებთ, ხშირად გაკვირვებულები ვრჩებით – როგორ ახერხებენ ისინი მუდამ ფორმაში ყოფნას და რამდენად სასიამოვნოა მათი ყურება არა მარტო გამორჩეული ნიჭის, არამედ ვიზუალური თვალსაზრისითაც, ან როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ამდენი რამ იყოს გაერთიანებული: იყვნენ ლამაზები, ნიჭიერები, მიზანდასახულები და ამ ყველაფრის ერთობლიობით ხალხის სიმპათია დაიმსახურონ. თუმცა საინტერესოა ისეთ აღფრთოვანებს დაიმსახურებდნენ თუ არა კონკრეტული ვარსკვლავები ჩვენში გარეგნული მახასიათებლებიც რომ არ უწყობდეთ ხელს?
როგორც აღმოჩნდა დაუხვეწელი ვიზუალის მქონე ადამიანებისთვის ვარსკვლავების ოთახში შესაბიჯებლად კარზე მხოლოდ ნიჭით კაკუნი საკმარისი არ არის და გასაუბრებაზე მოსახვედრადაც კი, მათ ჰოლივუდში მკაცრი სტანდარტების ფანჯრიდან უწევთ გადაძრომა.
ბენედიქტ კამბერბეჩი

2010 წელს, როდესაც „შერლოკის“ პირველი სერია გამოვიდა, სერიალის პროდიუსერები ჰოლმსის როლიდან ბენედიქტის მოხსნას გეგმავდნენ, რადგან ინტერნეტსივრცე აჭრელდა ბრალდებებით: „თქვენ შეგვპირდით სექსუალურ ჰოლმსს, და არა ამას!“. თუმცა რამდენიმე სერიის გამოსვლის შემდეგ მაყარუებლები კამბერბეჩის ქარიზმამ მოხიბლა.
მერილ სტრიპი

ჯერ კიდევ მომავალი ვარკსვლავი 27 წლის მერილ სტრიპი ფილმისთვის „კინგ-კონგი“ მთავარი როლის სინჯებზე მივიდა. პროდიუსერმა იტალიურად გადაულაპრაკა თავის კოლეგებს: „რატომ მოიწვიეთ ეს მახინჯი?“ რაზეც მერილმა მშობლიურ ენაზე უპასუხა: „მაპატიეთ, რომ იმედები გაგიცრუეთ“ – და სინჯებიდან წამოვიდა. ეს 1976 წელს მოხდა, დღეისათვის კი ის „ოსკარის“ ნომინაციაშია წარდგენილი.
ჯესიკა ჩესტეინი

ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ლამაზმანის ისტორია ძალიან ჰგავს რომანს: გასაუბრებაზე მას უბრალოდ აღნიშვნა „წითური“ დაუმაგრეს, რაც უარს ნიშნავდა. ახალგაზრდა კეთილისმსურველებმა დაარწმუნეს ის თმები ქერად შეეღება, რათა ყოფილიყო „ნორმალური, როგორც ყველა სხვა“. საბოლოოდ ჩესტეინმა წარმატებას სწორედ საკუთარი წითური თმების წყალობით მიაღწია.
კეშა

კეშა უკვე ცნობილი მომღერალი იყო, როდესაც მენეჯერმა მას წონაში დაკლება აიძულა, ამისთვის კი მომღერალს ნებისმიერი გზა უნდა ეპოვნა. თუმცა ამ არჩეულმა გზამ ის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე მიიყვანა. ავადმყოფობის შემდეგ მომღერალმა პირობა დადო, რომ აღარასდროს დაუჯერებდა სხვის აზრს და იცხოვრებდა ისე, როგორც მას თვითონ სურდა.

კრისი ტეიგენი

რთული წარმოსადგენია, რომ ცნობილი მოდელი და ჯონ ლეჯენდის მეუღლე კრის ტეიგენი ვერ აკმაყოფილებდა ჰოლივუდურ სტანდარტებს. ახალგაზრდა მოდელი კრისი Forever 21-ის ჟურნალისთვის გადაიღეს: გადაღებები დასრულდა იმით, რომ პროდიუსერმა სამოდელო სააგენტოს მიწერა: „ძალიან მსუქანია“, რის გამოც მოდელი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ტეილორ ლოტნერი

თავდაპირველად ცნობილი მაქცია “twilight”-ის გადაღებების წინ მიიჩნიეს „ რაღაცნაირ მოცუცქნულად“.

ტაირა ბენქსი

ამერიკელი ტოპ-მოდელების ნახევრის ცნობილი „დედიკო“ 2006 წელს დიდ სკანდალში გაეხვა, ტაირა შოუდან მოხსნეს საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათის გამო, რომელიც „არაიდეალური ფორმებით“ გამოირჩევა. ამის საპასუხოდ მან პირდაპირ ეთერში ჩაიცვა ის საცურაო კოსტიუმი, რომლის გამოც მოხსნეს შოუდან და დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმას ის ინტერნეტში გააკრიტიკეს. გამოსვლა ტელემაუწყებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ სიტყვად მიიჩნიეს.
ლია მიშელი

როდესაც 13 წლის ულამაზესხმიანი 13 წლის მომღერალი ქასთინგზე მივიდა, მას უთხრეს, რომ ლიამ სინჯები გაიარა, მისმა ცხვირმა კი ვერა. თუმცა მას პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.
პინკი

პინკს ერთ-ერთი გამორჩეული სტილი აქვს არა მარტო საკუთარ შემოქმედებაში, არამედ გარეგნულადაც. თუმცა მან აღიარა, რომ გარეგნობა არა თუ დაეხმარა წარმატების მიღწევაში, არამედ მუდამ ხელს უშლიდა კარიერის აწყობაში. ამბობდნენ, რომ მომღერალი არ იყო საკმარისად კარგი სცენისთვის და ჟურნალების გარეკანებისთვის, თუმცა საბოლოოდ მან ორივე სფეროს დაპყრობა შეძლო.

ჯენიფერ ლოურენსი

მისი პირველი წარმატებული კინოსურათის გამოსვლის შემდეგ ინტერნეტში ბევრი პოსტი დაიწერა იმის შესახებ, რომ ჯენიფერი „შიმშილის თამაშების“ კვალობაზე არც თუ ისე “მშიერად” გამოიყურებოდა. დღეს ლოურენსი ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობია ჰოლივუდში. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ის უფრო “მშიერად” გამოიყურება, ვიდრე ადრე, მაგრამ კრიტიკოსებს მისი ნიჭის წინაშე ქედის მოხრა მოუწიათ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

FB კომენტარები

კომენტარი