ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, პრეზიდენტის რეზიდენციაში ბავშვებს უმასპინძლეს. თეთრ სახლში 30 ოქტომბერს ჰელოუინი აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისთვის რეზიდენცია გიგანტური გოგრებითა და სადღესასწაულო დეკორაციებით მოირთო. სტუმარ ბავშვებს ობამებმა საჩუქრებიც გადასცეს.