ჯულიანა ბარგნარმა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაზე უარი თქვა – “არაფერს ვნანობ”

მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს.

იმაზე თუ რატომ თქვა უარი პროექტში მონაწილეობაზე, ჯულიანა “სარკეს” ესაუბრა.

“ორგანიზატორებისგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ უარი ვთქვი, ჩემი ცხოვრების ეტაპს გადავხედე და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. როგორც იცით ოთო ფოლადაშვილთან ერთად ცეკვის სტუდია მაქვს. ამ საქმეზე და კარიერაზე ვარ გადართული. “ცეკვავენ ვარსკვლავები” დიდ დროს მოითხოვს, მე კი მირჩევნია სტუდიას და საკუთარ თავს მივხედო.

მხოლოდ თქვენი სტუდიაა მიზეზი თუ იყო სხვა ფაქტორებიც?

– ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, თუმცა სხვა მიზეზებიც იყო რაზეც საუბარი არ მინდა.

ჯულიანა ამბობს, რომ არაფერს ნანობს:
” არაფერს ვნანობ. საზოგადოება ჩემს შრომას ეკრანზე ვერ ნახავს, მაგრამ ეკრანს მიღმაც არანაკლებს ვაკეთებ”, – აღნიშნავს მოცეკვავე.

ჟურნალი “სარკე”

კომენტარები

სხვა სიახლეები