ჯორჯ კლუნი: ჩემს ცოლს ბევრი რამის ნიჭი აქვს, მაგრამ კულინარიის არა

ჰოლივუდის ერთ-ერთი სექსუალური მამაკაცი, ჯორჯ კლუნი ბედნიერია, რომ გვერდით ასეთი ჭკვიანი და ლამაზი ცოლი ჰყავს. მან ამალიზე ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.

“ძალიან კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც შენზე მეტად ჭკვიანია. ის შესანიშნავი ადამიანია. დაქორწინებას არ ვგეგმავდი, მაგრამ მოულოდნელად ამალი გავიცანი და მივხვდი, რომ შევხვდი ადამიანს რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრების გატარება მსურდა. როცა ცოლობა ვთხოვე, ძალიან ვნერვიულობდი. ბედნიერი ვარ, რომ გვერდს ასეთი შესანიშნავი პარტნიორი მიმშვენებს. კომფორტულად ვცხოვრობთ და უთანხმოება არ გვქონია. ამალს ბევრი ტალანტი აქვს, მაგრამ კულინარია მისი ძლიერი მხარე არაა”, – განაცხადა მსახიობმა.

წყარო: ინფო 9

კომენტარები

სხვა სიახლეები