„ჯონ ლიუსის“ 2017 წლის საშობაო ვიდეორგოლი გამოვიდა

„ჯონ ლიუსმა“ ახალი, 2017 წლის საშობაო რგოლი წარმოადგინა. სენტიმენტალურ და კეთილ ვიდეორგოლში ნაჩვენებია 7 წლის ბიჭი, რომელსაც მონსტრი „მოზი“ ღამით სტუმრობს და მასთან ერთად შობის დღესასწაულამდე თამაშობს.
სიმბოლურად, სწორედ ამ რგოლებით ცხადდება დიდ ბრიტანეთში საშობაო-საახალწლო კამპანიების დასაწყისი.

ბრენდი „ჯონ ლიუსი“ მსგავს სიკეთით სავსე სადღესასწაულო ვიდეორგოლებს მსოფლიო აუდიტორიისთვის ყოველწლიურად, 2007 წლის შემდეგ სთავაზობს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Jw1Y-zhQURU[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები