ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ მისივე განმარტებით, ჰავაის კუნძულებზე უკანალს წმინდა ქვებით იფხანდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. როგორც ლოურენსმა ფეისბუქში დაწერა, მას სულაც არ სურდა ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფა.
რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გრემ ნორტონის შოუში განაცხადა, რომ „შიმშილის თამაშების“ ერთ-ერთი სერიის გადაღებისას ის ჰავაის კუნძულებზე იმყოფებოდა და იქ იყო ქვები, რომლითაც ძალზე მოსახერხებელი იყო უკანალის მოფხანა.
ლოურენსმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი ქვა კლდეს მოსწყდა და კინაღამ ხმის ოპერატორი მოკლა. მსახიობი ამბობს, რომ როდესაც შეიტყო, რომ ქვები ადგილობრივებისთვის წმინდაა, მან ბოდიში მოიხადა.
Next Post
სხვა სიახლეები