BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰაკერებმა WhatsApp-ის საშუალებით ტელეფონებში ჯაშუშური პროგრამა დააყენეს.
უსაფრთხოების სისტემაში პრობლემა WhatsApp-მა 10 დღის წინ აღმოაჩინა, რის შემდეგაც კომპანიამ ამის შესახებ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს მიმართა.
მომხმარებელთა თქმით, ტელეფონებზე ჯაშუშური პროგრამა ავტომატურად, მათი ჩარევის გარეშე ფუნქციონირებდა.
კომპანიამ აღნიშნული პრობლემა უკვე აღმოფხვრა.