ხორვატების მიერ წაქცეულ ფოტოგრაფს განსაკუთრებული ფოტოსურათები გამოუვიდა

ხორვატების გამარჯვებამ შოკი არა მარტო გულშემატკივრებში და ექსპერტებში, არამედ თავად ხორვატებშიც გამოიწვია. ისინი მუნდიალის ფინალში პირველად გადავიდნენ და ინგლისის ნაკრებზე გამარჯვებამ თავად ხორვატები იმდენად გაახარა, რომ მათ ეს საფეხბურთო მოედანზე განსაკუთრებული ემოციურობით აღნიშნეს.
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ ისე დარბოდნენ მოედანზე და ეჯახებოდნენ ყველას, ვინც მათ ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის ფოტოგრაფებსაც. ერთ-ერთი ფოტოგრაფი მიწაზეც კი დაენარცხა, ფეხბურთელებთან ჩახუტებებსაც გაუძლო, მაგრამ საქმის კეთება არ შეუწყვეტია. შესაბამისად რამდენიმე განსაკუთრებული და ისტორიული ფოტოც გამოუვიდა. 15 ივლისს კი ხორვატებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე დადგება-მათ მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი მიეცემათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები