მიმდინარე წლის 27 ივლისს მთვარის დაბნელებაა, რომელიც ამ საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენის ხილვა საქართველოდანაც შესაძლებელი იქნება. მთვარის დაბნელების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად „კვირა +“ ასტროლოგ ნინა რუნესს დაუკავშირდა.
„27 ივლისს XXI საუკუნის მთვარის ყველაზე ხანგრძლივი სრული დაბნელება იქნება, რომლის პიკიც 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდება, ასპექტი შესვლას დაიწყებს საღამოს 9 საათის შემდეგ, პიკს მიაღწევს 00:18 წუთზე (უკვე 28 ივლისი) და გაგრძელდება დაახლობით ღამის 4-ის ნახევრადე.
ეს იქნება 2018 წლის მეორე მთვარის სრული დაბნლება, პირველი როგორც გახსოვთ გვქონდა იანვარში. ეს დაბნელება ისევ ლომი-მერწყულის ღერძზე ( 4 გრადუსზე) და მთვარის კვანძებზე (აღმავალი ლომი და დაღმავალი მერწყული) ხდება. ითვლება, რამდენი წუთიც არის დაბნელება იმდენი დღე იქნება გავლენა გარემოზე, ასე რომ ჩვენს შემთხვევაში 103 წუთი = 103 დღეს.
სანამ რეკომენდაციებზე გადავალთ, აქვე უნდა დავწერო რომ დაბნელების მომენტში გვექნება მთვარე-მარსის შეერთება და შესაბამისად მზე-მარისის ოპოზიციაც. ურანი კუროშია და ქმნის 2 ტაუკვადრატს. დამატებით ლილიტი- მზის ოპოზიცია.
როგორც ასპექტებიდან ვნახეთ გამოკვეთილია ლომი-მერწყული თემები (+ ამას აძლიერებს ისიც, რომ დაბნელება მთვარის კვანძებზე ხდება), და ურანია ძალიან აქტიური, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა ცვლილებების, რადგან ურანი გადის სატურნის პოზიტიურ ასპექტზე, სასწრაფო რეფომებია საჭირო“,– განაცხადა „კვირა +“-თან საუბარში ნინა რუნესმა.
ასტროლოგის თქმით, განსაკუთრებული სამუშაო ფიქსირებულ ნიშნებსა და იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებსაც მნიშვნელოვანი პლანეტები (ლომი, მორიელი, მერწყული, კურო) ფიქსირებულ ნიშნებში ჰყავთ,- „განსაკუთრებით პირველ დეკადაში დაბადებულებს ანუ ვისაც ეს პლანეტები პირველ 10 გრადუსზე ყავს.
თუ დააკვირდებით მთელი ბოლო თვეებია მიდის პროცესი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს ქმნის თქვენს ცხოვრებაში“.
როგორც ასტროლოგი ამბობს, აგრესიულ ფონსა და ნევროზულ გარემოს ამ ღერძზე მარსიუს ოპოზიცია გამოიწვევს. მისი რეკომენდაციით, ადამიანები უნდა მოერიდონ ხალმხრავალ ადგილებს და არ შევიდნენ არავისთან კონფლიქტში.
„ურანიც თავისას შვება და ქმნის დაძაბულობას, მოგვინდება ურანისტულად ავიწყვიტოთ, გავთავისუფლდეთ, წავიდეთ, შევცვალოთ, გავათავისუფლოთ სხვები, “დავამხოთ დიქტატურა”, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და ამას ძალიან აგრესიულად და უხეშად გამოგვახატინებს რეტროგრადული მარსი შეერთებული მთვარესთან (საკმაოდ რთულია ასეთი შეერთების ემოციების კონტროლი). ურანის ასპექტისგან განსხვავებით ამ პლანეტარული მდებარეობით საერთოდ არ არის რეკომენდირებული რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ „არც მწვადი დავწვათ და არც შამფური“, 7-ჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ.
იქნება ენერგიის დიდი მოზღვავება და აუცილებელია ეს ენერგია მივმართოთ პრაქტიკული ქმდებისკენ, არანაირი კონფლიქტი და პოზიციის დამტკიცებება. როგორც კი იგრძნობთ რომ უკვე გაწუხებთ ეს ენერგია, ვერ ხარჯავთ, არც განმარტოება და მოდუნება გამოგდით, მაშინვე მიაშურეთ ფიზიკურ აქტივობას, დაალაგეთ სახლი, ეზო, ტყე, გადაყარეთ ძველი ნივთები. ყველაფერი რასაც ფუნქცია აღარ აქვს თქვენს ცხოვრებაში, დაჯექით გამოძერწეთ, რაიმე დახატეთ, წერეთ, ირბინეთ, ივარჯიშეთ, მილიონი ვარიანტი დღის გადასაგორებლად, მთავრია კონფლიქტში არ შეხვიდეთ!
რაც შეეხება საღამოს, უკვე დაბნელების პიკისკენ, კარგი იქნება დაჯდეთ და იმედიტიროთ, ან უბრალოდ გახვიდეთ ბუნებაში და დაფიქრდეთ ამ თემებზე (ლომის-მერწყულის ვექტორი). გაანალიზეთ წარსული პერიოდი! რამდენად იყავით გახსნილი გარემოს და თანამოაზრეების მიმართ, რამდენად შეძელით ბარიერების გადალახვა და პროგრესის შემოტანა თქვენს გარემოში, რამდენად შეგიძლიათ მიიღოთ სიახლე და გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი დინამიკაშია და არ შეიძლება ერთი ადგილის ტკეპნა, რომ აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და წინ მომავლისკენ წასვლა?! ყველა იდეა და ოცნება უნდა გაიხსენოთ, ყველა მიღებული გადაწყვეტილება , რომლებიც ვერ აისრულეთ და ვერ შეასრულეთ მარტო იმიტომ რომ სიახლეების შეგეშინდათ. აუცილებლად გაიხსენეთ, მოულოდნელობის ეფექტი ნაკლები იქნება, ყველა ეს ამბავი წამოიწევს წინა პლანზე და ყველა დაიწყებს დინამიკაში განვითარებას, მიუხედავად იმის თქვენ ისევ გეშინიათ თუ არა! ასე რომ მზად იყავით. განსაკუთრებული სფეროები სადაც ცვლილებები დაიწყება არის პირადი (სასიყვარულო), სამეგობრო (თანამოაზრეები), კოლექტივი, შემოქმედებითი თემები. მთავარი რეკომენდაციაა აუწყოთ ფეხი ამ ცვლილებებს, რომ ამ პერიოდმა უფრო კომფორტულად ჩაიაროს. ყველა ურთიერთობა პირადი თუ სამსახურეობრივი, რომელიც რაღაცის გამო ეჭიდებოდა ხავსს და პერსპექტივაში ვერ განვითარდება, უნდა დაასრულოთ, რადგან მაინც დასრულდება უბრალოდ გაწელილად ამ მთვარის მოქმდების პერიოდზე. იგივეს თქმა შეიძლება შემოქმედებით სფეროზე, შეეშვით თემებს რომელებიც არ გამოგდით და ჩაანაცველთ ახლით “,- აღნიშნავს ნინა რუნესი.
ასტროლოგი მოსახლეობას ურჩევს შინაგანი და გარეგანი ბარიერები მოიძიონ, ის რაც განვითარებასა და წინსვლაში ხელისშემშლელი ფაქტორია,- „ნებაყოფლობით უნდა იმუშაოთ ამ საკითხზე, რადგან გარემოს ჩარევით ამ ბარიერების მოშორება საკმაოდ მტკივნეული იქნება“.
„ასევე, არ დავივიწყოთ სტანდარტული რეკომენდაციები: კარგია მედიტაციისთვის ეს დღე, სხეულის გასაწმენდად, სახლის გასაწმენდად, ზოგადად ყველაფერი ძველი და “ცუდის” ჩამოსაშორებლად. დაიმახსოვრეთ ყველა რიტუალი, თუნდაც მედიტაცია მიმართული უნდა იყოს წმენდაზე და განთავისუფლებაზე და არაფრით მოზიდვაზე და დაგეგმვაზე!
მიიღეთ კონტრასტული შხაპი (წყლით წმენდა), მარილით გაიწმინდეთ სხეული ბანაობის დროს (მიწის სტიქია), იმედიტირეთ სანთლებთან (ცეცხლით წმენდა). ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი ის რისგანაც “თავისუფლდებით სიხარულით, მადლიერებით და სიახლეებისთვის ადგილს ამზადებთ”,- განაცხადა ასტროლოგმა ნინა რუნესმა „კვირა +“-თან საუბარში.
ცნობისთვის, ნინა რუნესი Geo Astro-ს ჯგუფის წევრია. geoastro.ge ასტრო-ეზოთერული ცენტრის ოფიციალური საიტია, რომლის დამფუძნებელიც თორნიკე ბიძინაშვილია.