ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგი მსახიობი ქართულად ააცეკვა და „სულიკოც“ კი ამღერა (ვიდეო)

ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ცნობილი ფრანგი მსახიობი გიომ გალიენი და ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი ქართულად ააცეკვა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხატიას და  გვანცა ბუნიათიშვილი წერს.

“ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში, 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი ქართულად ააცეკვა და გიომთან ერთად „სულიკოც“ კი იმღერა. გუშინდელი პრაიმთაიმი ფრანგული მთავარი არხის France2-ის პირდაპირ ეთერში”, – წერს გვანცა ბუნიათიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები