“ხალხი უნდა დაჩიპონ ეშმაკის კოდით” – ჯგუფი სოცქსელში, რომელიც პისიარტესტირების წინააღმდეგია და ხალხი, რომელიც ვირუსს ეჭვით უყურებს
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად, სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს რამდენიმეათასიანი ჯგუფი სახელწოდებით – “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ”, რომელიც გამოირჩევა მოწოდებებით, უარი თქვან მოქალაქეებმა პისიარტესტირებაზე და, ზოგადად, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს.
ზოგიერთი მათგანი საკარანტინე ზონებში არსებულ სიტუაციასა და აღნიშნული თემის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გადაუმოწმებელ, ცრუ და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ისინი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამტკიცებენ, რომ არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამო და გადამეტებულია.