წყვილი, რომელმაც პანდემიის შესახებ არ იცოდა, საზღვაო მოგზაურობაში ნავით გაემგზავრა

ასეც ხდება – დედამიწის მოსახლეობაში არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც ახალი კორონავირუსისა და პანდემიის შესახებ არაფერი იციან.

ამ კატეგორიას მიეკუთვნება წყვილი, რომელმაც კარიბის ზღვაში ნავით შეცურა, ამის შესახებ ინფორმაცია 22 აპრილს Daily Mail–მა გაავრცელა.

სამი წლის წინ იტალიელმა ელენა მანიგეტიმ ლომბარდიიდან და რაიან ოსბორნა ინგლისის მანჩესტერიდან, მიატოვეს სამსახურები და საზღვაო მოგზაურობებისთვის ნავი იყიდეს. თებერვალში ისინი კანარის კუნძულებზე იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილისკენ გაემგზავრნენ და გადაწყვიტეს 3 ათასი საზღვაო მილის გავლა.

თუმცა, მიუახლოვდნენ თუ არა აღნიშნულ ტერიტორიას, აღმოაჩინეს, რომ ბევრმა კუნძულმა საკუთარი საზღვრები ჩაკეტა, რათა მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელებისგან დაეცვა. აღოჩნდა, რომ იმ 25 დღის განმავლობაში, რა დროსაც ახალგაზრდა წყვილი ყოველგვარი მობილური თუ ინტერნეტ კავშირის გარეშე იმყოფებოდა, ვირუსი გასცდა აზიის ფარგლებს და მთელ მსოფლიოს მოედო.

„თებერვალში გავიგეთ, რომ ვირუსი ჩინეთში გამოჩნდა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ იმ დროისათვის, როცა დანიშნულების ადგილამდე მივცურავდით, ეპიდემია დასრულებული იქნებოდა“, – განუცხადა გოგონამ ბრიტანულ ჟურნალს.

ინტერნეტთან წვდომის შემდეგ, მან შეძლო ახლობლებთან დაკავშირება და გაიგო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. თუმცა, ბევრი ნაცნობი კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.

ამ დროისათვის წყვილი კუნძულ ბეკიაზე იმყოფება სენტ ვინსენტიდან 14 კილომეტრში და გადაადგილება შეზღუდული აქვთ. მათი განცხადებით ისურვებდნენ ქარიშხლების სეზონამდე, რომელიც ზაფხულში იწყება, ყველაფერი დასრულდეს: „ჩვენ ვირუსსა და ქარიშხლებს შორის აღმოვჩნდით მოყოლილი“, – აცხადებენ ისინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები