წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ადგილობრივი, ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბოლო დღეებში გარკვეული სახის ჩივილები აღენიშნებოდა ახალგაზრდა მამაკაცს, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამ გახდა ახალგაზრდის გონების დაკარგვის მიზეზი.
ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდებიან.
ცნობისთვის, დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.