საზოგადოებისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის ოჯახში დიდი ხანია განხეთქილებაა. მათი ოფიციალური გაყრა კი, უცხოური მედიის ცნობით, მხოლოდ დროის საკითხია.
კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის განქორწინება მოთხოვა, თუმცა ანჯელინა ჯოლი ჯერ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. მანამდე კი წყვილი ცდილობს, საზოგადოების წინაშე ბედნიერი და მოსიყვარულე ცოლ-ქმრის როლი ითამაშოს.
სინამდვილეში კი ისინი უკვე დიდი ხანია მხოლოდ ბავშვების გამო ცხოვრობენ ერთად.
როგორც ამერიკული მედია წერს, ბრედ პიტს რაღაც ეტაპზე აღაფრთოვანებდა ის, რომ ანჯელინა ჯოლის შეეძლო მთელ რიგ საკითხზე პასუხისმგებლობა აეღო, თუმცა ბოლო დროს ის ცდილობს ოჯახში ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს და სხვადასხვა საკითხი, ბრედ პიტის ნაცვლადაც, თავად გადაწყვიტოს.
მას სურს, რომ ის იყოს ოჯახში ერთპიროვნული ლიდერი, რამაც წყვილს შორის განხეთქილება კიდევ უფრო გააღრმავა. ჟურნალისტების ყურადღების საგანს წარმოადგენს ისიც, ერთად მივა თუ არა წყვილი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე. განქორწინების შემთხვევაში ეს ფაქტი ანჯელინასთვის მეორე ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება. ანჯელინა ჯოლის დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი საოცრად შეიცვალა და მხოლოდ 37 კილოგრამს იწონის.
სხვა სიახლეები