წლის საუკეთესო ძრავად BMW-ს აგრეგატი აღიარეს!

3-ცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც BMW i8-ში დგას, წლის საუკეთესო ძრავა გახდა. გადახედეთ International Engine of the Year-ის გამარჯვებულებს

წლის საუკეთესო ძრავის (Engine of the Year) წოდება ბოლოს, ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მოგებული ”ფორდის” 3-ცილინდრიან აგრეგატს (EcoBoost), 2015 წელს კი, ”ფორდის” შესანიშნავმა EcoBoost-აგრეგატმა პირველობა BMW-ს ძრავას დაუთმო.

BMW i8-ს 1,5 ლიტრი მოცულობის, 3-ცილინდრიანმა TwinPower Turbo-მ ჟიურისგან, რომელიც 31 ქვეყნის 65 ავტოჟურნალისტისგან იყო დაკომპლექტებული, 274 ქულა აიღო და არა მარტო საერთო გამარჯვებული გახდა და 2015 წლის საუკეთესო ძრავის წოდება მოიპოვა, არამედ ორი ცალკეული კატეგორიაც მოიგო: ვგულისხმობთ ახალი ძრავებისა და 1,4-დან 1,8 ლიტრამდე ძრავების კატეგორიებს.

bmw-i8-motor-1200x800-c72e865437e18ac6

საუკეთესო ძრავა, აბსოლუტური გამარჯვებული: BMW 1.5, 3-ცილინდრიანი (i8)

აღსანიშნავია, რომ ბავარიელებმა ამ დაჯილდოვებიდან კიდევ ერთი პრიზიც წაიღეს: 2,5-დან 3,0 ლიტრამდე კატეგორიაში პირველი ადგილი ბენზინის 6-ცილინდრიანმა M TwinPower Turbo-მ დაიკავა, რომელსაც ავტომოყვარულები M3-დან და M4-დან ვიცნობთ.

როგორც უკვე ვთქვით, Engine of the Year-ის ჟიური 31 ქვეყნის 65 ავტოჟურნალისტისგან იყო დაკომპლექტებული.

”ეს არის ძალიან კარგი ძრავის დამსახურებული გამარჯვება. i8 მომავლის სუპერქარია, რომელიც უკვე არსებობს,” – ეს Engine of the Year-ის თავმჯდომარის, დინ სლავნიხის სიტყვებია.

“Performance”-კლასი ისევ ფერარიმ მოიგო

international-engine-of-the-year-2015-ferrari-v8-motor-1200x800-2f301bc578bbff2f

”ფერარის” 4,5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა, რომელსაც Ferrari 458 Speciale-სა და Speciale A-ში შეხვდებით, წელს უკვე მეხუთედ დააჯილდოვეს. ამ აგრეგატმა არა მარტო 4,0 ლიტრზე მეტი მოცულობის აგრეგატების კატეგორია მოიგო, არამედ უაღრესად პრესტიჟულ “Performance”-კლასშიც პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ”ფერარის” V8-მ ეს ორივე კატეგორია 2011, 2012 და 2014 წლებშიც მოიგო. აქვე ვთქვათ, რომ 2013 წელს ამ აგრეგატმა მეორე ადგილი დაიკავა, ოღონდ პირველი მაშინაც ”ფერარის” ძრავა იყო – ოღონდ სხვა: 740-ცხენისძალიანი, 6262 სმ3, V12, რომელიც Ferrari F12berlinetta-ში ”მოღვაწეობს”.

წლის საუკეთესო ძრავა 2015 – გამარჯვებულები

► საუკეთესო ძრავა, აბსოლუტური გამარჯვებული: BMW 1.5, 3-ცილინდრიანი (i8)
► საუკეთესო ძრავა 1 ლიტრამდე მოცულობის: Ford 1.0, 3-ცილინდრიანი Turbo
► საუკეთესო ძრავა 1,0-დან 1,4 ლიტრამდე: PSA Peugeot Citroën 1.2, 3-ცილინდრიანი-Turbo
► საუკეთესო ძრავა 1,4-დან 1,8 ლიტრამდე: BMW i8 ჰიბრიდი
► საუკეთესო ძრავა 1,8-დან 2,0 ლიტრამდე: Mercedes-AMG 2-ლიტრიანი Turbo
► საუკეთესო ძრავა 2,0-დან 2,5 ლიტრამდე: Audi 2.5, 5-ცილინდრიანი Turbo
► საუკეთესო ძრავა 2,5-დან 3,0 ლიტრამდე: BMW M 3.0 Twin-Turbo
► საუკეთესო ძრავა 3,0-დან 4,0 ლიტრამდე: McLaren 3.8 Twin-Turbo V8
► საუკეთესო ძრავა 4,0 ლიტრზე მეტი მოცულობით: Ferrari 4,5-ლიტრიანი V8
► საუკეთესო ”მწვანე” ძრავა: Tesla Model S ელექტრომოტორი
► საუკეთესი ახალი ძრავა: BMW i8 ჰიბრიდი
► საუკეთესო Performance აგრეგატი: Ferrari 4,5-ლიტრიანი V8

 international-engine-of-the-year-2015-1200x800-6da9ff78f3d91d83ford ecoboost

წყარო:http://www.autobild.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები